კლუბის საქმეებს ამიერიდან სასამრთლოს მიერ დანიშნული მმართველობა გაუძღვება.
იტალიურმა სასამართლომ "პარმა" ოფიციალურად გამოაცხადა ბანკროტად, იუწყება გამოცემა Football Italia.
სასამართლო მოსმენა 10 წუთი გრძელდებოდა, რომლის შედეგად კლუბის საქმეებს ანჯელო ანედდა და ალბერტო გიოტო გაუძღვებიან.
"პარმა" ფინანსურ სირთულეებს განიცდის, რომლის გამო უკვე გადაიტანეს სერია A-ს ორი მატჩი. კლუბის საერთო დავალიანება 100 მილიონ ევროს აღწევს. აქვე გეტყვით, რომ კლუბის პრეზიდენტი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით არის დაკავებული.
ადრე სერია A-ს კლუბებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ "პარმასთვის" სპეციალური ფონდიდან 5
25 მატჩის შემდეგ "პარმა" სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.