იტალიის ნაკრები: ანტონიო კონტემ გუნდი დარაზმა

AutoSharing Option
28 მარტს ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, იტალიის ნაკრები ბულგარეთს ესტუმრება, 31-ში კი "იუვენტუს არენაზე" ინგლისს ამხანაგურად დაუხვდება.

ანტონიო კონტემ ის 26 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც ამ ორ პაექრობაში დაეყრდნობა. როგორც მოსალოდნელი იყო, კონტემ უარი თქვა რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელზე, მათ შორის ანდრეა პირლოზე, ტიაგო მოტაზე, დანიელე დე როსისა და რიკარდო მონტოლივოზე.

სამაგიეროდ, გუნდში სამი ახალწვეულია, მირკო ვალდიფიორი "ემპოლიდან", მარტინს ედერი "სამპდორიადან" და ფრანკო ვასკესი "პალერმოდან"...

იტალიის ნაკრები
მეკარეები: ბუფონი (იუვენტუსი), სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), პერინი (ჯენოა)

მცველები: ბარძალი
(იუვენტუსი), ბონუჩი (იუვენტუსი), კიელინი (იუვენტუსი), რანოკია (ინტერი), მორეტი (ტორინო), ანტონელი (მილანი), დარმიანი (ტორინო), პასკუალი (ფიორენტინა)

ნახევარმცველები: კანდრევა (ლაციო), მარკიზიო (იუვენტუსი), პაროლო (ლაციო), ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ფლორენცი (რომა), ვალდიფიორი (ემპოლი), ბერტოლაჩი (ჯენოა), სორიანო (სამპდორია)

თავდამსხმელები: იმობილე (დორტმუნდი, გერმანია), პელე (საუთჰემპტონი, ინგლისი), ძაძა (სასუოლო), გაბიადინი (ნაპოლი), ჩერჩი, (მილანი), ვასკესი (პალერმო), ედერი (სამპდორია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული