ეუსებიო დი ფრანჩესკო: "სასუოლოში" კარგია, მაგრამ "მილანში" მუშაობაზე მეც ვოცნებობ

AutoSharing Option
"სასუოლოს" ბოლოდროინდელი წარმატებების მთავარი შემოქმედი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკოა, რომლის მიმართ უკვე არაერთი იტალიური გრანდი იჩენს ინტერესს.

დი ფრანჩესკოს სახელი "მილანსაც" კი დაუკავშირეს, რომელსაც ფილიპო ინძაგი წვრთნის, მაგრამ დიდი ალბათობით, ზაფხულში პოსტის დატოვება მოუწევს.

თავად დი ფრანჩესკო "სასულოში" ბედნიერია, მაგრამ არც იმას მალავს, რომ უფრო მაღალ დონეზე მუშაობის ამბიცია აქვს:

"მართალია, "სასუოლოში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არც მოტივაციის ნაკლებლობას ვუჩივი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემ მიმართ სხვა
დასხვა კლუბის ინტერესი ძალიან მსიამოვნებს.

ისეთ დიდ გუნდში მუშაობა, როგორიც "მილანია", ნებისმიერი მწვრთნელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ.

უფრო მაღალ დონეზე მსურს საკუთარი თავის გამოცდა, მაგრამ ჯერ "სასუოლოს" მწვრთნელი ვარ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აქ თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული