გათამაშების ლიდერმა ტურინის "იუვენტუსმა" ლევან მჭედლიძის "ემპოლის" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. მჭედლიძე ამ თამაშში 72- ე წუთზე ჩაერთო.
მასპინძელთა გოლები კარლოს ტევესმა და რობერტო პერეირამ გაიტანეს. გატანასთან ძალიან ახლოს იყო მჭედლიძეც - 82-ე წუთზე (0:1-ზე) ჯანლუიჯი ბუფონმა "იუვენტუსი" ლევანის დარტყმის მერე გადაარჩინა.
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო "ოლიმპიკოზე", რომელშიც "რომამ" მირალემ პიანიჩის ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 მოიგო და "ნაპოლი" მე-6 ადგილზე გადაისროლა.
ფლორენციაში "ფიორენტინამ" 2:0 მოუგო "სამპდორიას". ორივე
აღსანიშნავია, აგრეთვე მილანური კლუბების თამაშიც - "მილანმა" ოქტომრის მერე სტუმრად პირველად მოიგო, 2:1 დაამარცხა "პალერმო".
"ინტერს" ისევ პრობლემები აქვს - შინ გასავარდნად განწირულ "პარმას" ვერ აჯობა - 1:1.
რომა-ნაპოლი 1:0
გოლი: 1:0 პიანიჩი (25)
ვერონა-ჩეზენა 3:3
გოლები: 1:0 ტონი (3), 2:0 გომესი (30), 3:0 ტონი (62), 3:1 კარბონერო (70), 3:2 ბრიენცა (77), 3:3 სუკი (81)
სასუოლო-კიევო 1:0
გოლი: 1:0 ბერარდი (23-პენ)
გაძევება: პელუზო (60. სასუოლო)
კალიარი-ლაციო 1:3
გოლები: 0:1 კლოზე (31), 1:1 საუ (49), 1:2 ბილია (60-პენ), 1:3 პაროლო (92)
გაძევება: დიაკიტე (68. კალიარი)
შენიშვნა: ბილიამ (ლაციო) ვერ გაიტანა პენალტი (69)
პალერმო-მილანი 1:2
გოლები: 0:1 ჩერჩი (37), 1:1 დიბალა (72-პენ), 1:2 მენეზი (83)
ინტერი-პარმა 1:1
გოლები: 1:0 გუარინი (25), 1:1 ლილა (44)
ატალანტა-ტორინო 1:2
გოლები: 0:1 კვალიარელა (20), 0:2 გლიკი (39), 1:2 პინილია (74)
გაძევება: ბაშა (92. ტორინო), პინილია (92. ატალანტა)
ჯენოა-უდინეზე 1:1
გოლები: 1:0 დე მაიო (19), 1:1 ტერო (68)
ფიორენტინა-სამპდორია 2:0
გოლები: 1:0 დიამანტი (61), 2:0 სალაჰი (64)
იუვენტუსი-ემპოლი 2:0
გოლები: 1:0 ტევესი (43), 2:0 პერეირა (94)
1. იუვენტუსი - 70 ქულა; 2. რომა - 56; 3. ლაციო - 55; 4. ფიორენტინა - 49; 5. სამპდორია - 47