სერია A. XXIX ტური: "ქალბატონი" სკუდეტოს უახლოვდება [VIDEO]

AutoSharing Option
* "მილანელმა" სალი მუნტარიმ სეზონის დარჩენილ მატჩებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მიზეზი კი ის გახლავთ, რომ კლუბი ზაფხულში მის გაშვებას აპირებს.

* "მილანელმა" კეისუკე ჰონდამ ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო, ლაზარეთში რამდენიმე კვირით გადაინაცვლა და შესაძლოა, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს.

* ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლორენცო ინსინიე "ნაპოლის", ხოლო ფედერიკო ბალცარეტი "რომას" განაცხადში მოხვდნენ.

სერია A ძალიან საინტერესო მატჩებით განახლდა, განსაკუთრებული ინტერესი კი რომსა და ფლორენციაში გამართულმა თამაშებმა მიიქცია. მიმოხილვის დიდი ნაწილი სწორედ ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის მებრძოლი გუნდების ურთიერთშეხვედრებს დაეთმობა...

ექვსქულიანი მატჩი "ოლიმპიკოზე"
"რომამ"
"ნაპოლის" უმასპინძლა, უმძიმეს ბრძოლაში 1:0 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა. რუდი გარსიამ და მისმა შეგირდებმა კარგად იცოდნენ, რომ ნეაპოლელებთან ქულების დაკარგვა მესამე ადგილზე ჩამოქვეითების ტოლფასი იქნებოდა და ამიტომ მათთვის ამ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

თავის მხრივ, "ნაპოლის" ძალიან გაურთულდა საქმე და მცირეა იმის შანსი, რომ რაფაელ ბენიტესის გუნდი სამეულში შევიდეს. დღეს უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების უკეთესი შანსი ევროპალიგის მოგების გზით აქვთ.

"რომა"-"ნაპოლის" თამაში საინტერესო და მეტად დაძაბული გამოვიდა. პირველ ტაიმში უპირატესობას უფრო მასპინძლები ფლობდნენ, მეორეში კი გაცილებით აქტიურად სტუმრები უტევდნენ. უფრო მეტჯერ ნეაპოლელებმა დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და თითქოს, ერთ გოლს მინიმუმ იმსახურებდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, "რომა" უფრო მიზანდასახული ჩანდა და სამ ქულას ნამდვილად ვერ დავაყვედრით.

მით უმეტეს, მორგან დე სანკტისმა ჩაატარა ბრწყინვალე შეხვედრა და სხვა თუ არავინ, ამ მოგებას ის მაინც იმსახურებდა. მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ერთადერთი გოლი რომაელებმა ეფექტური კომბინაციის შემდეგ გაიტანეს - მარჯვენა ფრთა ალესანდრო ფლორენციმ გაარღვია, მირალემ პიანიჩს შესანიშნავად უპასა, ამ უკანასკნელმა კი მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და უზუსტესი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია.

დე სანკტისის მსგავსად, ფლორენციც უნდა შევაქოთ, რომელიც ძალიან აქტიური იყო თავის მარჯვენა ფრთაზე და მხოლოდ იმიტომ შეცვალეს, რომ ტრავმა მიიღო. საგანგაშო არაფერია, ფლორენციმ მოედანი თავისი ფეხით დატოვა და სარეაბილიტაციო პერიოდს დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს.

ისიც ვთქვათ, რომ ნეაპოლელებისგან განსხვავებით, რომაელებს დიდი დანაკლისი ჰქონდათ და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარეს.

მარტო ფრანჩესკო ტოტის და ჟერვინიოს ხსენება რად ღირს. მოკლედ, "ჯალოროსიმ" მიჯრით მეორე მატჩი მოიგო, ცოტა ფერზე მოვიდა და ჯერჯერობით, ინარჩუნებს მეორე ადგილს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე იძლევა.

რუდი გარსია ("რომას" მწვრთნელი): "ბევრმა ჩამოგვწერა და სამეულს მიღმა დარჩენაც კი გვიწინასწარმეტყველა, მაგრამ დღეს დავამტკიცეთ, რომ მიზნის მიღწევა შეგვიძლია და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. მეორე ტაიმში "ნაპოლი" ძალიან გააქტიურდა და თავის დაცვა გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ სასურველი ანგარიში შევინარჩუნეთ. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოგება, თუმცა წინ არანაკლებ მძიმე ბატალიები გველის".

რაფაელ ბენიტესი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "მიმდინარე სეზონში ჩვენი სენი საგოლე მომენტების გამოუყენებლობაა. არაერთხელ შეგვეძლო გატანა და მინიმუმ, ფრეს ვიმსახურებდით, მაგრამ დავმარცხდით. მერამდენედ მიწევს იმის თქმა, რომ წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ სწორედ ასეა და ეს სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს. ვაგრძელებთ ბრძოლას სამეულისთვის, დანარჩენი კი სეზონის ბოლოს გამოჩნდება".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"იებმა" "ნაპოლის" გადაუსწრეს
"ფიორენტინამ" საკუთარ კედლებში "სამპდორიას" სძლია და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე აღზევდა. ამ შემთხვევაშიც, ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები წარდგნენ და როგორც ასეთ დროს ამბობენ, სასწორზე ექვსი ქულა იდო.

თავსხმა წვიმაში უკეთ ფლორენციელები წარმოჩინდნენ და მეორე ტაიმში ორი უპასუხო გოლი შეაგდეს - 2:0. პირველი გოლი ალესანდრო დიამანტის ანგარიშზეა, რომელიც მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში გაგზავნა და გაახვია კიდეც ბადეში.

მეორე გოლი შესანიშნავი რეიდით მოჰამედ სალაჰმა გაიტანა, გზად ორ მცველს აუარა გვერდი და უძლიერესი დარტყმით გენუელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ორივე გოლი 5-წუთიან მონაკვეთში გავიდა და გადაწყდა კიდეც მატჩის ბედი. ამრიგად, "ვიოლა" მეოთხე ადგილზეა და რომაულ გუნდებს კუდში უდგას...

"ინტერი" ვერც "პარმას" უგებს
"ინტერი" იმდენად დაბეჩავდა, რომ საკუთარ კედლებში ვეღარც გაკოტრებულ და გაუბედურებულ "პარმას" მოუგო. დიახ, მილანელი ფრედი გუარინის გოლს ემილიელმა ანდი ლილამ უპასუხა და თამაში ფრედ დასრულდა - 1:1. როგორც მატჩის შემდეგ "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, სააღდგომოდ გუნდი არ დაისვენებს, ვითარების გამოსწორება კი მხოლოდ რევოლუციით არის შესაძლებელი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამაგიეროდ, "მილანმა" მოიგო ზედიზედ მეორე მატჩი და თუ ასე გააგრძელა, იქნებ იბრძოლოს კიდეც ევროსაგზურისთვის. ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველად იხეირა ალესიო ჩერჩიმ და დააწინაურა კიდეც "როსონერი" - "პალერმოს" საპასუხო გოლი პაულო დიბალამ თერთმეტმეტრიანით გაიტანა, თუმცა მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე ჟერემი მენეზმა შესანიშნავი გოლი შეაგდო და "მილანს" გამარჯვება მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საოცარი მატჩი იხილეს "სტადიო მარკანტონიო ბენტეგოდიზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა, სადაც "ვერონა" "ჩეზენას" 3:0-ს უგებდა და ბოლო 20 წუთში სამი გოლი გაუშვა. ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ულამაზესი გოლები გაიტანა, ნამდვილი საოცრება მოახდინა და თითქოს განწირულმა ქულა გადაარჩინა.

"ლაციო" სარდინიაზე ჩავიდა, "კალიარისთან" მატჩი სრული უპირატესობით წარმართა, 3:1 გაიმარჯვა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. "ბიანკოჩელესტე" სატურნირო ცხრილში ისევ მესამეა და თანაქალაქელს მისდევს.

"იუვენტუსმა" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ, მოუგო რა "ემპოლის" კარლოს ტევესის და რობერტო პერეირას გოლებით.

ისიც აღვნიშნოთ, რომ მაურიციო სარის შეგირდებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ქულის აღება ნამდვილად შეეძლოთ. ტურინელებმა მეორე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე შეაგდეს, იქამდე კი ინტრიგა ცოცხალი იყო და "ემპოლი" ერთობ სახიფათოდ უტევდა. და მაინც, "იუვე" სკუდეტოს" უახლოვდება...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იტალია. სერია A. XXIX ტური
რომა-ნაპოლი 1:0
გოლი: 1:0 პიანიჩი (25)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, ასტორი, მანოლასი, ჰოლებასი (71. იანგა-მბივა) - პიანიჩი (68. პარედესი), დე როსი, ნაინგოლანი - ფლორენცი (80. იბარბო), იტურბე, ლიაიჩი
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი - დავიდ ლოპესი, ჟორჟინიო - მერტენსი, დე გუზმანი (81. ინსინიე), კალეხონი (62. გაბიადინი) - იგუაინი (77. საპატა)
გაფრთხილება: ჰოლებასი, ტოროსიდისი, დე როსი, ფლორენცი - ალბიოლი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 18-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 5-11 (1-5); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 45 000

ატალანტა-ტორინო 1:2
გოლები: 0:1 კვალიარელა (20), 0:2 გლიკი (39), 1:2 პინილია (74)
ატალანტა (3-5-2): სპორტიელო - ბიავა, სტენდარდო, ბელინი - ძაპაკოსტა (62. ბიანკი), კარმონა (46. დალესანდრო), ჩიგარინი, დრამე, მილიაჩო - გომესი, დენისი
ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - პერესი, ვივესი (82. ბაშა), გაცი, ელ ქადური, მოლინარო (60. დარმიანი) - კვალიარელა, მაქსი ლოპესი (55. ამაური)
გაფრთხილება: მილიაჩო, კარმონა - პადელი, პერესი, გაცი, ამაური, დარმიანი
გაძევება: პინილია (90) - ბაშა (90)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 17-29; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 9-11 (4-7); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 18 000

კალიარი-ლაციო 1:3
გოლები: 0:1 კლოზე (31), 1:1 საუ (49), 1:2 ბილია (60-პენ.), 1:3 პაროლო (90)
კალიარი (4-3-3): ბრკიჩი - ბალცანო, როსეტინი, დიაკიტე, აველარი - დესენა (59. ეკდალი), კრიზეტიგი, ჟოაო პედრო - ფარიასი (72. კაპუანო), საუ (79. კოპი), მპოკუ
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, მაურისიო, ბრაავჰეიდი - მაური (59. კატალდი), ბილია, პაროლო - ანდერსონი, კანდრევა (59. კეიტა), კლოზე (81. ლულიჩი)
გაფრთხილება: როსეტინი, ბალცანო, კრიშეტიგი, მპოკუ - ბასტა, მაურისიო, პაროლო, კეიტა
გაძევება: დიაკიტე (68. კალიარი)
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 20-19; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 5-13 (3-10); ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 8 000

ჯენოა-უდინეზე 1:1
გოლები: 1:0 დე მაიო (19), 1:1 ტერო (68)
ჯენოა (3-4-3): ლამანა - რონკალია, ბურდისო, დე მაიო - ედენილსონი (74. კუცკა), რინკონი, კოსტა, ბერგდიხი - იაგო (87. ლესტინი), პეროტი, ბორიელო (76. ნიანგი)
უდინეზე (3-5-1-1): კარნეზისი - პირისი, ვრსალკო, ერტო (57. ალანი) - ვიდმერი, კონე (69. ბადუ), გილიერმე, პინცი, გაბრიელ სილვა - პერიკა (74. დი ნატალე), ტერო
გაფრთხილება: კოსტა, რინკონი - პირისი, პინცი, გილიერმე
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 9-11 (5-6); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 20 000

ვერონა-ჩეზენა 3:3
გოლები: 1:0 ტონი (3), 2:0 ტალები (30), 3:0 ტონი (62), 3:1 კარბონერო (70), 3:2 ბრიენცა (77), 3:3 სუჩი (81)
ვერონა (4-3-3): ბენუსი - პიზანო, მორასი, როდრიგესი, ბრივიო (83. ლოპესი) - სალა, გრეკო, ალფრედსონი (69. ობადი) - იანკოვიჩი, ტალები (83. გუსტავო), ტონი
ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - პერიკო, ლუკინი, კრაინჩი, კაპელი - ჯორჯი, დე ფეუდისი (37. კაშონე), პულცეტი (59. კარბონერო) - ბრიენცა - ჯურიჩი (76. სუჩი), დეფრელი
გაფრთხილება: როდრიგესი, იანკოვიჩი, ალფრედსონი - კრაინჩი, პულცეტი, სუჩი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 11-14 (5-8); ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 18 000

ინტერი-პარმა 1:1
გოლები: 1:0 გუარინი (25), 1:1 ლილა (44)
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - სანტონი, რანოკია, ფელიპე (76. პოდოლსკი), ჟუანი - გუარინი, მედელი, ბროზოვიჩი - შაქირი (90. ერნანესი), პალასიო, პუშკაში (46. კოვაჩიჩი)
პარმა (3-5-1-1): მირანტე - მენდესი, კოსტა, ფედელი - ვარელა, ლილა (46. გეზალი), მაური, ხორკერა (84. კასანი), გობი - ნოჩერინო - ბელფოდილი (77. კოდა)
გაფრთხილება: ფელიპე, რანოკია (ინტერი)
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 12-8 (5-2); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 40 000

პალერმო-მილანი 1:2
გოლები: 0:1 ჩერჩი (37), 1:1 დიბალა (72-პენ.), 1:2 მენეზი (83)
პალერმო (4-3-2-1): სორენტინო - რისპოლი, გონსალესი, ვიტიელო, ლაზაარი - ბარეტო (54. ჩოჩევი), მატო (88. ლა გუმინა), რიგონი - კუაიზონი (58. ბელოტი), ვასკესი - დიბალა
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - აბატე, პალეტა, მექსე, ანტონელი - ვან გინკელი, დე იონგი, ბონავენტურა - მენეზი (90. პოლი), ჩერჩი (77. სუსო), დესტრო (77. პაცინი)
გაფრთხილება: ვიტიელო, მატო - პალეტა, მექსე, აბატე
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 1-9; კარში დარტყმა: 13-10 (3-5); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 25 000

სასუოლო-კიევო 1:0
გოლი: 1:0 ბერარდი (23-პენ.)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო (81. ტაიდერი), აჩერბი, კანავარო, პელუზო - ბრიგი, მისიროლი, ბიონდინი - ბერარდი (73. ნატალი), ფლორო ფლორესი (62. ლონგი), ფლოკარი
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, გამბერინი, ზუკანოვიჩი (74. ჰეტემაი) - ბირსა (65. ბოტა), სკელოტო (68. პელისიერი), ისკო, რადოვანოვიჩი - პალოსკი, მეჯორინი
გაფრთხილება: ვრსალკო, ბიონდინი, მისიროლი - გამბერინი, რადოვანოვიჩი
გაძევება:L პელუზო (59. სასუოლო)
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 7-11 (2-3); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 15 000

ფიორენტინა-სამპდორია 2:0
გოლები: 1:0 დიამანტი (61), 2:0 სალაჰი (64)
ფიორენტინა (4-3-2-1): ნეტო - რიჩარდსი, გონსალო, ბასანტა, ალონსო - ბადელი, აკვილანი (83. ვარგასი), ბორხა ვალერო - დიამანტი (74. ფერნანდესი), სალაჰი (90. ლაძარი) - გომესი
სამპდორია (4-3-3): ვივიანო - დე სილვესტრი (74. ვსზოლეკი), სილვესტრი, რომანიოლი (83. მუნიოსი), რეჯინი - სორიანო (67. ბერგესიო), პალომბო, ობიანგი - ედერი, ეტოო, მურიელი
გაფრთხილება: გონსალო, დიამანტი - რეჯინი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11-5 (4-1); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 35 000

იუვენტუსი-ემპოლი 2:0
გოლები: 1:0 ტევესი (43), 2:0 პერეირა (90)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა - ლიხტშტაინერი, სტურარო (78. პერეირა), პადოინი, ვიდალი (86. პეპე), ევრა - ტევესი, ლორენტე (67. მორატა)
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, რუგანი, ბარბა, მარიო რუი - ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე (74. ზელინსკი) - საპონარა - მაკარონე (73. მჭედლიძე), პუჩარელი (78. ვერდი)
გაფრთხილება: ბარძალი, ტევესი - მარიო რუი, საპონარა
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 11-8; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 10-10 (5-4); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 38 000

ბომბარდირები: 17 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი); 15 - ლუკა ტონი (ვერონა), მაურო იკარდი (ინტერი); 13 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), პაულო დიბალა (პალერმო).

გამოტოვებული მატჩი
8 აპრილი:
პარმა-უდინეზე

მომდევნო ტური
11 აპრილი:
ჯენოა-კალიარი, პარმა-იუვენტუსი, ვერონა-ინტერი

12 აპრილი:
ჩეზენა-კიევო, ლაციო-ემპოლი, ნაპოლი-ფიორენტინა, უდინეზე-პალერმო, ტორინო-რომა, ატალანტა-სასუოლო, მილანი-სამპდორია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული