მასიმილიანო ალეგრი: "მონაკო" "დორტმუნდზე" სუსტია

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი "გაძეტა დელო სპორტს" გაესაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა როგორც სერია A-ში არსებულ ვითარებაზე, ისე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, სადაც მის გუნდს "მონაკოსთან" მოუწევს 2-მატჩიანი დუელი:

"სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტები ვართ, მაგრამ ჩემპიონები მხოლოდ მაშინ გავხდებით, როდესაც კონკურენტებს დაწევის თეორიული შანსიც აღარ ექნებათ. ბევრი ამბობს, რომ "იუვე" უკვე ჩემპიონია, მაგრამ ჩვენ ეს ჯერ კიდევ მოედანზე გვაქვს დასამტკიცებელი, თამაში და ბრძოლა კი გაცილებით რთულია, ვიდრე პროგნოზების კეთება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მოუთმენლად ველით ამ ტურნირის განახლებას.

"მონაკო"-"სენტ ეტიენის"
თამაშს ყურადღებით ვუყურე (1:1) და გარკვეული ანალიზიც გავაკეთე. ვფიქრობ, ჩვენი წინა მეტოქე უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "მონაკოს" იოლად მოვუგებთ. მაქსიმალური მონდომების და მობილიზების გარეშე სასურველი მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია. ის, რომ ფავორიტად ვითვლებით, მეტოქეს უფრო აწყობს - ნაკლები წნეხის ქვეშ არიან და სწორედ ასე გამოაგდეს "არსენალი".

ამ უაღრესად მნიშვნელოვან მატჩებს სწორად უნდა მივუდგეთ და ჭკვიანური თამაში ვაჩვენოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული