მაურიციო სარი გრანდზე არ ოცნებობს

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი აღმოჩენა უდავოდ "ემპოლი" და მისი მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარია.

თუ გაკოტრებულ "პარმას" არ ჩავთვლით, იტალიის ელიტარულ ლიგაში ტოსკანელებს ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვთ და ყველაზე დაბალი სახელფასო ფონდი, მაგრამ იოლად არაფერს თმობენ, გამართულ ფეხბურთს თამაშობენ და გასავარდნი ზონისგანაც კომფორტული დაშორება აქვთ.

მოკლედ, ქებათა ქება "ემპოლის" და სარის, რომელსაც ზაფხულში "მილანში" უწინასწარმეტყველებენ გადაბარგებას. ამ თემაზე კომენტარი თავად მწვრთნელმა გააკეთა:

"დიდ გუნდში არასდროს მიმუშავია და არ ვარ დარწმუნებული, რომ იქ ისევე გაამართლებს ჩემი სამწვრთნელო მეთოდები, როგორც "ემპოლიში". ამას
გულახდილად ვამბობ, რადგან ჩემთვის მთავარი კომფორტულ გარემოში ყოფნაა და არა გრანდში მუშაობა.

ამიტომ დიდია იმის შანსი, რომ ზაფხულში "ემპოლიში" დავრჩე და იქ გავაგრძელო მუშაობა, სადაც ყველაფერი მაკმაყოფილებს. კლუბის მესვეურები ნდობას მიცხადებენ და მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, რასაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორე მხრივ, თუ "მილანიდან" მივიღებ შემოთავაზებას, აუცილებლად განვიხილავ და გადაწყვეტილებას კარგად ფიქრის შემდეგ მივიღებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული