14:04 09-04-2015
იტალიის თასი. 1/2 ფინალი: "იუვეს" თასიც უნდა
AutoSharing Option
მსუბუქი ტრავმის გამო "იუვენტუსს" კარლოს ტევესი აკლდა და ამიტომ შეტევაში რობერტო პერეირას, ალვარო მორატას და ალესანდრო მატრის ტრიო ვიხილეთ. ძირითად შემადგენლობაში იყო კლაუდიო მარკიზიო, რომელიც ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს. შუა ხაზში, მარკიზიოსთან ერთად, სტეფანო სტურარო და არტურო ვიდალი ირჯებოდნენ, დაცვაში სიმონე პადოინი, ლეო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი და პატრის ევრა ვიხილეთ, კარში კი მარკო სტორარი იდგა, რომელიც იტალიის თასზე ჯანლუიჯი ბუფონს ცვლის.
ვინჩენცო მონტელამ გარისკა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში მოგებული ჰქონდა, შემტევი ტაქტიკა-სტრატეგია აირჩია, წინა ხაზზე კი ხოაკინ სანჩესი, მოჰამედ სალაჰი და მარიო გომესი გაამწესა. მოკლედ, ფლორენციელები უკან არ ჩაჯდნენ და უპირატესობის კიდევ უფრო განმტკიცება სცადეს, რამაც შედეგი არ გამოიღო.
პირველივე ტაიმში ტურინელებმა ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს - ჯერ მატრიმ ისარგებლა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით და ახლო მანძილიდან დალაშქრა ფლორენციელთა კარი, მეორე გოლი კი რობერტო პერეირას ანგარიშზეა, რომელმაც დამატებაზე ივარგა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. საბოლოო წერტილი ლეონარდო ბონუჩიმ დასვა, რომელმაც კუთხურის შემდეგ იხეირა, თუმცა ბურთს არა თავით, არამედ ფეხით შეუცვალა მიმართულება, 0:3. ისიც ვთქვათ, რომ ბოლო წუთებზე ალვარო მორატამ წითელი ბარათი მიიღო და ფინალს გამოტოვებს.
ამრიგად, ფინალში "იუვე" ითამაშებს, გუნდი, რომელიც იტალიაში აშკარად საუკეთესოა და ფლორენციულმა მატჩმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მატჩის შემდეგ ალეგრი შეგირდებს ემადლიერებოდა, მონტელამ კი აღიარა, რომ ფინალში უფრო ძლიერი გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული