სერია A. XXX ტური: ხერმან დენისის ფანტასტიკური გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
* "ჯენოას" მცველი ზაქარია ბერგდიში ცოლის ცემისთვის დააპატიმრეს.
* ჯონათან ბიაბიანიმ "პარმასთან" კონტრაქტი გაწყვიტა, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო კი, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს.
* "მილანის" ულტრასებმა მორიგი საპროტესტო აქცია ჩაატარეს და ტრიბუნებზე ბანერები გამოჰკიდეს შემდეგი წარწერებით: "იყიდება", "გადაარჩინე მილანი".
* იტალიის თასიდან გამოვარდნის შემდეგ "ნაპოლის" მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი მზად იყო პოსტის დასატოვებლად, მაგრამ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კონტრაქტის გაწყვეტას არ დათანხმდა.


სერია A-ში რომ იოლი მატჩები არ არსებობს, აქამდეც ვიცოდით, მაგრამ "პარმა" თუ "იუვენტუსს" მოუგებდა, რთულად წარმოსადგენი იყო. ფინანსურ პრობლემებში ჩაძირულმა
აუტსაიდერმა ლიდერს უმასპინძლა და სახლში ხელმოცარული გაუშვა...

ბოლომ პირველს აჯობა
"იუვენტუსმა" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშა ემილიაში, რომელთა ნაწილი ან ტრავმირებულია, ან ახალი გამოჯანმრთელებული. მოკლედ, მასიმილიანო ალეგრიმ შემადგენლობა გადაახალისა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტურინული გრანდის მარცხი მეტად მოულოდნელი და სენსაციური იყო.

თავად განსაჯეთ, "იუვენტუსმა" მხოლოდ მეორე შეხვედრა წააგო სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში და ვისთან? - გუნდთან, რომელიც ბოლო ადგილზეა, სერია B-ში, პრაქტიკულად, გავარდნილია და დიდია შანსი, უსახსრობის გამო სერია D-შიც კი დააქვეითონ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ "პარმას" ფეხბურთელებს თვეებია, ხელფასი არ აუღიათ და ენთუზიაზმზე თამაშობენ.

აი, ასეთ გუნდს ესტუმრა "იუვენტუსი", რომელიც არა მარტო იტალიაში, ევროარენაზეც ბრწყინავს, და მარცხი იწვნია. ერთადერთი გოლი ხოსე მაურის ანგარიშზეა, 18 წლის ნახევარმცველის, რომელმაც რამდენიმესვლიანი კომბინაცია უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა.

მატჩი სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ იმდენად უხეიროდ უტევდნენ ტურინელები, რომ რეალური ხიფათი მასპინძელთა კართან, პრაქტიკულად, არ შექმნილა - არტურო ვიდალს ჰქონდა ერთი კარგი შანსი, როდესაც ახლო მანძილიდან დაარტყა თავით და ამით ამოიწურა კიდეც სტუმართა მწვავე მომენტები. მოკლედ, ალეგრის შეგირდებმა ჩააგდეს თამაში, თავად მწვრთნელი კი მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული იყო:

"ალბათ, ბევრი მიიჩნევს, რომ უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობდით და "პარმას" წინააღმდეგ ამიტომ ვერ ვითამაშეთ კარგად. ფეხბურთელები არაერთხელ გავაფრთხილე, რომ წინ რთული მატჩი გველოდა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. მეტოქემ სივრცეები მთლიანად გადაკეტა და დამსახურებულად მოიგო, მე კი ყვირილით ხმა ჩამიწყდა - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თამაში მიმდინარე სეზონში".

ემოციური კომენტარი გააკეთა "პარმას" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ:

"როდესაც მოედანზე გამოვედი და თითქმის გადაჭედილი ტრიბუნები დავინახე, მივხვდი, რომ შეიძლებოდა ამ თამაშის მოგება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სეზონი მაჟორულ ნოტზე დავასრულოთ და შემდეგ ახალი გუნდი შევქმნათ, რომელიც გულშემემატკივრებს ამ სიყვარულს დაუფასებს. მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც საკუთარ თავს აჯობეს და ეს ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ჩემს შვილს ხშირად ვუკითხავ ზღაპრებს, სადაც ბევრი სასწაული ხდება - მჯერა, რომ ერთი ასეთი სასწაული ცხოვრებაშიც შეიძლება მოხდეს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეუჩერებელი "ლაციო"
"რომა" "ტორინოს" ესტუმრა და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ბრძოლა გადახდა. მართალია, ალესანდრო ფლორენცის ზუსტი თერთმეტმეტრიანით რომაელებმა გახსნეს ანგარიში, მაგრამ შეცვლაზე შესულმა მაქსი ლოპესმა საპასუხო შეაგდო - 1:1.

"რომას" ფრე არ აწყობდა და ამად იყო, რომ ბოლო წუთებზე შტურმზე გადავიდა, მაგრამ გამარჯვების გოლი ვერაფრით შეაგდო. ეგ კი არა, ტურინელებს შეეძლოთ მეტოქის კონტრშეტევაზე დაჭერა და სამი ქულის მოპოვება. რუდი გარსიამ და მისმა შეგირდებმა კარგად იცოდნენ, რომ წაფორხილება სატურნირო ცხრილში მეორე ადგილის დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა და ასეც მოხდა...

"ლაციომ" "ემპოლის" უმასპინძლა და 55 ათასი გულშემატკივრის თვალწინ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. რომაელებმა პირველივე ტაიმში მოამთავრეს საქმე, როდესაც სამი გოლი გაიტანეს, მეორეში კი ერთიც მიაყოლეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 4:0.

ამხელა უპირატესობის ფონზე, უჩვეულო იყო მასპინძელთა უხეში თამაში, სამი ყვითელი ბარათი და ერთი წითელი, რომელიც დიეგო ნოვარეტიმ მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე მიიღო. ისე, სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, "ემპოლი" აქტიურად უტევდა და მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ ანგარიში მაინც მასპინძელთა სრულ სათამაშო უპირატესობაზე მეტყველებს. ბრავო "ლაციო", სტეფანო პიოლის გუნდმა მიჯრით მერვე მატჩი მოიგო და მეორე ადგილზე აინაცვლა.

"ნაპოლიმ" ნავსი გატეხა
"ნაპოლიმ" ნავსი გატეხა და მოუგებელ მატჩთა სერია "ფიორენტინას" დამაჯერებელი ძლევით შეწყვიტა. რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, რომელთაგან პირველი დრის მერტენსის, მეორე მარეკ ჰამშიკის და მესამე ხოსე კალეხონის ანგარიშზეა.

ნეაპოლელებმა მეოთხეც შეაგდეს, როდესაც გონსალო იგუაინის უძლიერესმა დარტყმამ უწია მიზანს, მაგრამ არბიტრებმა ვერ დაინახეს, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა; იტალიურ სპორტულ პრესაში ეს ამბავი აქტიური განხილვის საგანია - ფაქტია, რომ კარს უკან მდგარ მსაჯებს უჭირთ დაფიქსირება, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი და პრობლემა პრობლემად რჩება. აქვე ვთქვათ, რომ ფედერკალჩოს გადაწყვეტილებით, იტალიის თასის ფინალში ბურთის მიერ კარის ხაზის გადაკვეთას კომპიუტერი დააფიქსირებს.

იგუაინის არჩათვლილ გოლს კიდევ უფრო დიდი ხმაური მოჰყვებოდა, ნეაპოლელებს რომ ქულები დაეკარგათ, მაგრამ ბენიტესის შეგირდებმა მოიგეს, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე აინაცვლეს და ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ სამეულში შევლენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფრე "სამპას" სასარგებლოდ
მართალია, "სამპდორიას" პრეზიდენტ მასიმო ფერეროს ჯერ კიდევ სჯერა სამეულში შესვლის, მაგრამ რეალურად გენუური გუნდი ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის, ამ გზაზე კი "მილანთან" მიღწეული ფრე უფრო პოზიტივად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე ნეგატივად. რობერტო სორიანოს გოლს ნაიჯელ დე იონგმა უპასუხა - ბოლო წუთები მილანელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა პიპო ინძაგის შეგირდებმა მეტის გატანა ვერ შეძლეს. ისიც ვთქვათ, რომ დე იონგის გოლში ლომის წილი "სამპდორიას" ნახევარმცველს, ალფრედ დუნკანს ეკუთვნის, რომლის ფეხიდანაც გაეხვია ბურთი ბადეში.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


კრიზისში მყოფმა "ინტერმა" "ვერონას" მისსავე მოედანზე სძლია და თანაც, გამანადგურებელი ანგარიშით - 3:0. თითო გოლი შეაგდეს მაურო იკარდიმ და როდრიგო პალასიომ, მესამე გოლი კი ვერონელმა მცველმა ვანგელის მორასმა საკუთარ კარში გაიტანა. "ინტერი" ინარჩუნებს ევროპალიგის საგზურის მოპოვების შანსს და როგორც რობერტო მანჩინი აცხადებს, ამისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოლოს, გირჩევთ, რომ "ატალანტა"-"სასუოლოს" მატჩში ხერმან დენისის ფანტასტიკური გოლი იხილოთ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იტალია. სერია A. XXX ტური
11 აპრილი
ჯენოა-კალიარი 2:0
გოლები: 1:0 ნიანგი (52), 2:0 იაგო (58)
ჯენოა (3-4-3): ლამანა - რონკალია, ბურდისო, დე მაიო - ედენილსონი (61. კუცკა), რინკონი, ბერტოლაჩი, მარკეზე - იაგო (85. ლაქსალტი), ნიანგი, პეროტი (81. ლესტინი)
კალიარი (4-3-3): ბრკიჩი - ბალცანო, როსეტინი, კაპიტელი, აველარი - დესენა, კრიზეტიგი, ეკდალი (63. ჟოაო პედრო) - ფარიასი (63. ლონგო), საუ, მპოკუ
გაფრთხილება: ედენილსონი, ნიანგი - კაპიტელი, დესენა, კრიზეტიგი
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 13-9 (6-6); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 20 000

პარმა-იუვენტუსი 1:0
გოლი: 1:0 მაური (68)
პარმა (3-5-2): მირანტე - მენდესი, სანტაკროჩე (80. კასანი), ფედალი - ვარელა, ნოჩერინო, მაური (82. ლილა), ხორკერა, გობი - გეზალი, ბელფოდილი (86. პრესტია)
იუვენტუსი (4-3-1-2): სტორარი - ლიხტშტაინერი, ოგბონა, კიელინი, პადოინი - სტურარო (67. პეპე), მარკიზიო, ვიდალი - პერეირა (62. მორატა) - კომანი (80. ვიტალე), ლორენტე
გაფრთხილება: გობი, მენდესი, ხორკერა - ოგბონა, კიელინი, მარკიზიო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 5-10 (1-3); ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 20 000

ვერონა-ინტერი 0:3
გოლები: 0:1 იკარდი (11), 0:2 პალასიო (48), 0:3 მორასი (90 ს. კ.)
ვერონა (4-3-3): რაფაელი - პიზანო, მორასი, როდრიგესი, სალა - ობადი (81. ვალოტი), პანაიოტისი, ალფრედსონი (72. გრეკო) - იანკოვიჩი, ტალები (75. სავიოლა), ტონი
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, რანოკია, ვიდიჩი, ჟუანი - გუარინი, მედელი (80. გნუკური), ბროზოვიჩი - ერნანესი (88. ფელიპე) - პალასიო (80. კოვაჩიჩი), იკარდი
გაფრთხილება: მორასი, ობადი - ვიდიჩი, ჟუანი, გუარინი, ბროზოვიჩი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 6-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 15-9 (5-2); ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 25 000

12 აპრილი
ჩეზენა-კიევო 0:1
გოლი: 0:1 პელისიერი (82)
ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - პერიკო, ლუკინი (81. ალეჰანდრო), კრაინჩი, კაპელი - ჯორჯი, კარბონერო, კაშონე - ბრიენცა - ჯურიჩი (67. სუჩი), დეფრელი (89. მონჩინი)
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, დაინელი, ზუკანოვიჩი - ჰეტემაი, სკელოტო (62. ბირსა), ისკო, რადოვანოვიჩი - პალოსკი (58. პელისიერი), მეჯორინი (85. კოფიე)
გაფრთხილება: კარბონერო, ჯურიჩი - ჰეტემაი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 12-15 (1-5); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 20 000

ატალანტა-სასუოლო 2:1
გოლები: 1:0 დენისი (42), 1:1 ბერარდი (59), 2:1 დენისი (63-პენ.)
ატალანტა (4-2-3-1): სპორტიელო - ბენალუანი, სტენდარდო, ბიავა, დრამე - კარმონა, ჩიგარინი (89. მილიაჩო) - ძაპაკოსტა (67. ესტიგარიბია), გომესი, მორალესი (83. მაზიელო) - დენისი
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, კანავარო, ლონგი - ბრიგი (65. ფლორო ფლორესი), მისიროლი, ბიონდინი - ბერარდი, სანსონე (80. ლაზარევიჩი), ფლოკარი (56. ძაძა)
გაფრთხილება: ჩიგარინი, კარმონა - ბერარდი
გაძევება: ბიავა (81) - მისიროლი (71)
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 10-4 (5-2); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 20 000

ლაციო-ემპოლი 4:0
გოლები: 1:0 მაური (4), 2:0 კლოზე (31), 3:0 კანდრევა (44), 4:0 ანდერსონი (53)
ლაციო (4-2-3-1): ბერიშა - კავანდა, დე ვრი (40. ნოვარეტი), ცანა, ლულიჩი - ბილია, პაროლო (79. კატალდი) - მაური, ანდერსონი, კანდრევა - კლოზე (60. სიანი)
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი (66. ლაურინი) - ვესინო (54. სინიორელი), ვალდიფიორი, კროჩე (46. ზელინსკი) - საპონარა - მაკარონე, პუჩარელი
გაფრთხილება: კლოზე, ცანა, კავანდა (ლაციო)
გაძევება: ნოვარეტი (58. ლაციო)
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 24-12; თამაშგარე: 11-1; კარში დარტყმა: 7-10 (6-5); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 55 000

ნაპოლი-ფიორენტინა 3:0
გოლები: 1:0 მერტენსი (23), 2:0 ჰამშიკი (71), 3:0 კალეხონი (89)
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი - დავიდ ლოპესი, გარგანო - მერტენსი (82. ცუნიგა), გაბიადინი (64. ჰამშიკი), კალეხონი - იგუაინი (76. ინსინიე)
ფიორენტინა (4-3-2-1): ნეტო - რიჩარდსი, სავიჩი, ბასანტა, პასკუალე - ბადელი (69. ბადელი), კურტიჩი, ბორხა ვალერო - ვარგასი (58. ხოაკინი), სალაჰი - ილიჩიჩი (46. გომესი)
გაფრთხილება: კულიბალი, სტრინიჩი, დავიდ ლოპესი - ვარგასი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 22-16; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10-4 (6-0); ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 38 000

ტორინო-რომა 1:1
გოლები: 0:1 ფლორენცი (57-პენ.), 1:1 მაქსი ლოპესი (64)
ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - პერესი (77. მოლინარო), ვივესი (80. ფარნერუდი), გაცი, ელ ქადური, დარმიანი - მარტინესი (57. მაქსი ლოპესი), კვალიარელა
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი, ასტორი, მანოლასი, ჰოლებასი - პიანიჩი (84. უჩანი), დე როსი, ნაინგოლანი - იბარბო (83. იანგა-მბივა), იტურბე, ლიაიჩი (75. დუმბია)
გაფრთხილება: ვივესი, მაკსიმოვიჩი, მორეტი, ელ ქადური, გაცი - იტურბე, დე როსი, მანოლასი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-19 (2-6); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 25 000

უდინეზე-პალერმო 1:3
გოლები: 0:1 ლაზაარი (15), 0:2 რიგონი (21), 0:3 ჩოჩევი (61), 1:1 დი ნატალე (81)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - პირისი (46. პერიკა), დანილო, ვაგუე - ვიდმერი, ალანი, გილიერმე (79. აგუირე), პინცი, გაბრიელ სილვა - ტერო (69. ბადუ), დი ნატალე
პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი - ლაზაარი, ჩოჩევი, მატო (67. ბოლცონი), რიგონი, რისპოლი - ვასკესი (73. ბელოტი - 85. მარესკა) - დიბალა
გაფრთხილება: დანილო, გილიერმე, აგუირე (უდინეზე)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 6-8 (1-5); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 10 000

მილანი-სამპდორია 1:1
გოლები: 0:1 სორიანო (58), 1:1 დე იონგი (74)
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - აბატე (71. დე შილიო), პალეტა, მექსე, ანტონელი - ვან გინკელი, დე იონგი, ბონავენტურა - მენეზი, ჩერჩი (62. სუსო), დესტრო (77. პაცინი)
სამპდორია (4-2-3-1): ვივიანო - დე სილვესტრი (88. ვსზოლეკი), სილვესტრი, რომანიოლი, მესბა - ობიანგი, პალომბო - ედერი, სორიანო (66. დუნკანი), ეტოო - ოკაკა (73. მურიელი)
გაფრთხილება: პალეტა, მექსე, დე იონგი - ობიანგი, ვსზოლეკი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 17-8 (6-3); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 45 000

ბომბარდირები: 17 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი), მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ლუკა ტონი (ვერონა); 13 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), პაულო დიბალა (პალერმო).

გამოტოვებული მატჩი
15 აპრილი:
ჯენოა-პარმა

მომდევნო ტური
18 აპრილი:
სამპდორია-ჩეზენა, იუვენტუსი-ლაციო

19 აპრილი:
სასუოლო-ტორინო, რომა-ატალანტა, პალერმო-ჯენოა, ემპოლი-პარმა, კიევო-უდინეზე, კალიარი-ნაპოლი, ინტერი-მილანი

20 აპრილი:
ფიორენტინა-ვერონა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული