სერია A. XXXI ტურის წინ: ლიდერთა ჯახი ტურინში და და მილანური გარჩევა

AutoSharing Option
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მილანური დერბი ტურის ცენტრალურ მატჩად არ ითვლება და არის პაექრობა, რომელიც კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს: ტურინში, "იუვენტუსი" "ლაციოს" დაუხვდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს სატურნირო ცხრილში პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან.

დიდი მატჩი
ტურინში ლიდერების ჯახია და ბუნებრივია, რომ ამ მატჩის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესია. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ "იუვენტუსი" "ლაციოს" მთელი 12 ქულით უსწრებს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამარჯვება რომაულ გუნდს დარჩება, საჩემპიონო ინტრიგაზე ლაპარაკი მაინც გადამეტებული იქნება.

"იუვე"
დიდი ფორით არის წინ და სკუდეტოს არავის დაუთმობს, "ბიანკოჩელესტესთვის" კი თითოეულ ქულას უდიდესი ფასი აქვს. დიახ, სატურნირო თვალსაზრისით, ეს მატჩი უფრო მნიშვნელოვანი სწორედ "ლაციოსთვისაა", რომელიც მეორე ადგილისთვის იბრძვის და კონკურენციას მთავარ მტერს, "რომას" უწევს.

31-ე ტურში, "რომა" "ატალანტას" მასპინძლობს, დიდი ალბათობით, მოიგებს და "ლაციოს" ბანაკში კარგად იციან, რომ ტურინში მარცხი, ან თუნდაც ფრე, მესამე ადგილზე დაქვეითების ტოლფასი იქნება.

მოკლედ, წინ საინტერესო მატჩია და დიდი ბრძოლის მოლოდინში უნდა ვიყოთ...

მასიმილიანო ალეგრი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს. შეტევაში კარლოს ტევესის და ფერნანდო ლორენტეს ტანდემს გაამწესებს. "მონაკოსთან" პაექრობაში ალვარო მორატამ ვერ გაამართლა და იქნებ ლორენტემ გაიბრძოლოს ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად. თადარიგში დარჩება ანდრეა პირლო.

"ლაციოს" თავკაცი სტეფანო პიოლი 4-3-3 სქემას აირჩევს და შეტევაში ნაცად ტრიოს გაამწესებს ანტონიო კანდრევას, ფელიპე ანდერსონის და მიროსლავ კლოზეს შემადგენლობით.

პიოლის თქმით, ტურინელთათვის ბურთის მიცემა და თავისუფალი სივრცეების დატოვება დამღუპველი იქნება - ასე რომ, რომაელთაგან პერმანენტულ პრესინგს და შემტევ ფეხბურთს უნდა ველოდოთ. თავის მხრივ, არც "იუვე" ჩაჯდება დაცვაში.

სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი - ვიდალი, მარკიზიო, სტურარო - პერეირა - ტევესი, ლორენტე
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, ცანა, მაურისიო, ლულიჩი - კატალდი, ბილია, მაური - კანდრევა, ანდერსონი, კლოზე

მილანური გარჩევა
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მილანური გრანდების მიზანი სეზონის მეექვსე ადგილზე დაასრულება და ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა.

საგულისხმოა, რომ "ინტერი" და "მილანი" ამ მოკრძალებული მიზნისგანაც შორს არიან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სიმაღლეს შეწვდნენ. თავად განსაჯეთ, "როსონერი" სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, "ინტერს" კი მეათე პოზიცია უჭირავს.

მოკლედ, "ჯუზეპე მეაცაზე" შუაში გაჭედილ და ღრმა კრიზისში მყოფ გრანდთა ჭიდილს ვიხილავთ...

დერბი უკომპრომისო, დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან მარცხი ზემოთხსენებულ მოკრძალებულ მიზანთან გამოთხოვების ტოლფასი იქნება - მხოლოდ სამი ქულა დატოვებს როგორც ერთ, ისე მეორე გუნდს ევროპალიგის საგზურის მაძიებელთა სიაში და ამიტომ, შემტევი ფეხბურთის მოლოდინში უნდა ვიყოთ.

"მილანს" და "ინტერს" დასაკარგი მართლაც არაფერი აქვთ, დერბიში მოგება კი ჩაგდებული სეზონით გაწბილები გულშემატკივრებისთვის მცირე ნუგეში იქნება...

"ინტერი" სავარაუდოდ როდრიგო პალასიოსა და მაურო იკარდის ტანდემით შეუტევს, მათ უკან კი ჯერდან შაჩირი გაირჯება. საყრდენ ხაზს ობი, ერნანესი და მედელი გაამაგრებენ, რადგან გუარინს და ბროზოვიჩს დისკვალიფიკაცია აქვთ.

"მილანს" შეტევაში საინტერესო ტრიო ეყოლება: ალესიო ჩერჩი, ჟერემი მენეზი, სუსო.

როგორც ჩანს, ესპანელმა ფილიპო ინძაგის "სამპდორიასთან" შეხვედრაში მოაწონა თავი და მწვრთნელი მას თვით დერბიში დაეყრდნობა. ჩანს, რომ ინძაგი ისევ ძიებაშია და როდესაც ჩემპიონატის დაწყებიდან 30 ტურია გასული, ეს მთლად კარგი ამბავი არ უნდა იყოს.

სერია A. XXXI ტური
შაბათი. 18 აპრილი
სამპდორია-ჩეზენა 20:00
დისკვალიფიკაცია: კარბონერო (ჩეზენა)
ტრავმა: დე ვიტისი, კაჩატორე - მარილუნგო, ტაბანელი, იაბრე, ვალძანია, მაგნუსონი, პულცეტი, როდრიგესი, რენძეტი, დე ფეუდისი
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +1=3-1, (5-5)

იუვენტუსი-ლაციო 22:45
დისკვალიფიკაცია: ოგბონა - ნოვარეტი, კავანდა
ტრავმა: ასამოა, რომულო, კასერესი, პოგბა - ჯენტილეტი, ჯორჯევიჩი, კონკო, რადუ, დე ვრი, პაროლო
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 6-0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +22=12-13, (74-55)

კვირა. 19 აპრილი
სასუოლო-ტორინო 14:30
დისკვალიფიკაცია: მისიროლი - ელ ქადური
ტრავმა: პეგოლო, ტერანოვა, ანტეი, ჩიბსა, ვრსალკო, ტაიდერი - სილვა
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3=2-6, (9-16)

რომა-ატალანტა 17:00
დისკვალიფიკაცია: დე როსი, მანოლასი - პინილია, ბიავა, ჩიგარინი
ტრავმა: სტროტმანი, კასტანი, მაიკონი, ჟერვინიო, კეიტა - რაიმონდი, კერუბინი, ბელინი
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +21=3-8, (55-34)

პალერმო-ჯენოა 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მორგანელა, ბარეტო, ემერსონი - არიაუდო, ტინო კოშტა, პერინი
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +5=9-5, (23-22)

ემპოლი-პარმა 17:00
დისკვალიფიკაცია: მენდესი (პარმა)
ტრავმა: გუარენტე, ვერდი - გალოპა
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +4=1-13, (15-30)

კიევო-უდინეზე 17:00
დისკვალიფიკაცია: გილიერმე (უდინეზე)
ტრავმა: მატიელო, სკელოტო - ერტო, დომიცი, ევანჯელისტა
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +7=10-10, (28-34)

კალიარი-ნაპოლი 20:00
დისკვალიფიკაცია: კრიზეტიგი - დავიდ ლოპესი
ტრავმა: დონსა, პიზანო, კოსუ - მიჩუ
ბოლო 6 შეხვედრა
0-1-5 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +5=14-10, (33-40)

ინტერი-მილანი 22:45
დისკვალიფიკაცია: გუარინი, ბროზოვიჩი (ინტერი)
ტრავმა: ჯონათანი, დოდო, სანტონი, კამპანიარო - ელ შაარავი, აგაცი, მასტური, მონტოლივო, ესიენი, დესტრო
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +18=12-19, (65-68)

ორშაბათი. 20 აპრილი
ფიორენტინა-ვერონა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდსი, ბაბაქარი - იონიცა
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +9=2-3, (27-17)

ბომბარდირები:
17 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი), მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ლუკა ტონი (ვერონა); 13 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), პაულო დიბალა (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული