იტალია. სერია A. XXXII ტური: "იუვენტუსი" ორი თავით მაღლაა [VIDEO]

AutoSharing Option
* ფინანსური დარღვევების გამო "პარმას" სატურნირო ცხრილში კიდევ 4 ქულა ჩამოაკლეს.

* ფედერკალჩომ სერია B-ში მოასპარეზე "ბოლონიას" სარჩელი დააკმაყოფილა და ჩამორთმეული 1 ქულა დაუბრუნა.

* "კალიარის" 100-მდე გულშემატკივარი გუნდის ბაზაზე შეიჭრა და არეულობა მოაწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტიფოზებს და ფეხბურთელებს შორის არამარტო სიტყვიერი, ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "ლაციოს" უმასპინძლა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ სხვა გუნდებზე ორი თავით მაღლა დგას. კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი "ჯუზეპე მეაცაზე" შედგა, სადაც კრიზისში მყოფი მილანური გრანდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს...

მორიგი
ნაბიჯი სკუდეტოსკენ
ბურთს უფრო ხშირად "ლაციო" ფლობდა, კარშიც მეტჯერ დაარტყა და კუთხურიც გაცილებით მეტი მოაწოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ციფრებია, სტატისტიკა კი ხშირად ვერ ასახავს თამაშის რეალურ სურათს - მატჩი "იუვენტუსის" სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და ამ გუნდის ლოგიკური გამარჯვებით დასრულდა.

ტურინელებმა ზუსტად იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე და მათი საბოლოო წარმატება ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ. ორგანიზებული თამაში დაცვაში, სწრაფი გადასვლა კონტრშეტევაზე და ზუსტი თამაში დამაგვირგვინებელ ფაზაში - სწორედ ამით გამოირჩა მასიმილიანო ალეგრის გუნდი და, რა გასაკვირია, რომ სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

ტურინელებმა გოლებიც შესანიშნავი გაიტანეს - კარლოს ტევესი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი ტექნიკური დარტყმით შეაცურა მარცხენა დაბალ კუთხეში, ლეონარდო ბონუჩიმ კი გამოცდილი ფორვარდივით ითამაშა, წინ გაიჭრა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ფედერიკო მარკეტის შანსი არ დაუტოვა - 2:0. ეს ყველაფერი პირველ ნახევარ საათში მოხდა, დარჩენილი დრო კი მასპინძლებმა მშვიდად წარმართეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

ბევრი იბრძოლეს რომაელებმა, რასაც ვერ დავუკარგავთ და იმ სტატისტიკურ მონაცემებშიც რომ უპირატესობა აქვთ, ესეც საქმეა, მაგრამ "იუვეს" დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ძალიან კმაყოფილი ვარ თამაშით და რაც მთავარია, შედეგით. ფეხბურთელები სწორად მოეკიდნენ საქმეს და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. "ლაციო" საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს იტალიაში, ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია და მათი ძლევა იოლი ნამდვილად არ იყო. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სკუდეტოსკენ და უნდა ვაღიაროთ, რომ მიზნამდე არც ისე ბევრი გვიკლია; ორი-სამი მოგება და შესაძლოა, მიუწვდომლები გავხდეთ - თუმცა, მოდუნება არ შეიძლება და სრული კონცენტრაცია უკვე მომდევნო პაექრობაზე უნდა მოვახდინოთ".

სტეფანო პიოლი (ლაციო): "ვფიქრობ, რომ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. "იუვენტუსი" საუკეთესო გუნდია იტალიაში და ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები იდეალურად გამოიყენა. შეგირდების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს, რადგან თავი არ დაზოგეს და ბოლომდე იბრძოლეს. თუმცა, ეს "ლაციოს" მაქსიმუმი არაა, ჩვენ სწორი გზით მივდივართ და თუნდაც მომდევნო სეზონში კიდევ უკეთესად ვითამაშებთ".

"რომამ" ვერ ისარგებლა
როდესაც "რომა" "ატალანტას" ხვდებოდა, "ლაციოს" უკვე წაგებული ჰქონდა ტურინში და რუდი გარსიამ კარგად იცოდა, რომ გამარჯვება მის გუნდს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დააბრუნებდა.

ამად იყო, რომ ნაცად 4-3-3 ტაქტიკაზე უარი თქვა და კიდევ უფრო შემტევი სქემა და შემადგენლობა აირჩია; ფრანგი სპეციალისტი 4-2-3-1 ტაქტიკას დაეყრდნო, შეტევაში კი შემდეგი კვარტეტი გაამწესა: ხუან იტურბე, ალესანდრო ფლორენცი, ადემ ლიაიჩი და ფრანჩესკო ტოტი.

თამაში მასპინძელთათვის იდეალურად დაიწყო, რადგან უკვე მე-3 წუთზე მსაჯმა მათ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა და ფრანჩესკო ტოტიმ გახსნა კიდეც ანგარიში - 1:0. თუმცა ბერგამოელები არ დაიბნენ, აქტიურად გადავიდნენ შეტევაში და ტაიმის შუაწელს ასევე თერთმეტმეტრიანით საპასუხო გოლი შეაგდეს. თავი "ატალანტას" მთავარმა დამრტყმელმა ძალამ ხერმან დენისმა გამოიჩინა.

დარჩენილი დრო რომაელთა უპირატესობით წარიმართა, მომენტიც არაერთი შეიქმნა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ტოტის და კომპანიას ყოველთვის რაღაც აკლდებოდათ. "ატალანტა" ორგანიზებულად იცავდა თავს, სასურველი ანგარიში შეინარჩუნა და უმნიშვნელოვანესი ქულა აიღო ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სამპამაც" წაიფორხილა
"რომას" მსგავსად, საკუთარი გულშემატკივარი "სამპდორიამაც" გააწბილა. გენუელებმა "ჩეზენა" მიიღეს და ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს ერთი კინკილა გოლი რაა, ისიც ვერ გაუტანეს.

საბოლოოდ 0:0 და ევროსაგზურებისთვის მებრძოლმა ლიგურიელებმა კონკურენტებს მშვენიერი საჩუქარი გაუკეთეს. არადა, სინიშა მიხაილოვიჩმა ზეშემტევი ტაქტიკა-შემადგენლობა აირჩია, წინ მარტინს ედერი, სამუელ ეტო'ო, ლუის მურიელი და სტეფანო ოკაკა ჩუკა გაამწესა, მაგრამ ამ საქმიდან სახეირო არაფერი გამოვიდა.

მატჩის შემდეგ გენუელთა სერბი თავკაცი იმედგაცრუებული იყო და განაცხადა, რომ ასეთი თამაშით არათუ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, არამედ ევროპალიგის ზონაში დარჩენაც შეუძლებელია. მართალია, თამაში მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ "სამპას" იერიშები სწორხაზოვანი იყო, რამაც მცველებს ძალიან გაუადვილა საქმე. "ჩეზენას", ალბათ, აღარაფერი გადაარჩენს, მაგრამ ფრემ გენუელთა კონკურენტები კი ფრიად გაახარა.

"ნაპოლი" სამეულს მიუახლოვდა
"ნაპოლიმ" "კალიარის" სამი უპასუხო გოლი მიართვა, სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და რომაულ გუნდებს მიუახლოვდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლა გამწვავდა. წინ კიდევ 8 ტურია და ამ პერიოდში 5-ქულიანი ფორის აღმოფხვრა ნამდვილად შესაძლებელია.

ნეაპოლელთა შორის ხოსე კალეხონი და მანოლო გაბიადინი გამოირჩნენ, ერთი გოლი კი სარდინიელებმა საკუთარ კარში შეაგდეს. "კალიარი" სერია B-ში მიექანება, "ნაპოლიმ" კი ჩავარდნა დაძლია და შესანიშნავად ათამაშდა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სერია A. XXXII ტური
18 აპრილი
სამპდორია-ჩეზენა 0:0
სამპდორია (4-2-3-1): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, მესბა - ობიანგი, პალომბო (86. სორიანო) - მურიელი (68. კორეა), ედერი, ეტოო - ოკაკა
ჩეზენა (4-3-1-2): ალიარდი - პერიკო, ვოლტა, კრაინჩი, ლუკინი - ჯორჯი (84. გაცოლა), მუდინგაი (78. ედუარდო),Eკაშონე - ბრიენცა - სუჩი, როდრიგესი (60. დეფრელი)
გაფრთხილება: სილვესტრი, ოკაკა - პერიკო, მუდინგაი, კრაინჩი
კუთხური: 14-4; ჯარიმა: 9-19; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 14-5 (4-4); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 22 000

იუვენტუსი-ლაციო 2:0
გოლები: 1:0 ტევესი (17), 2:0 ბონუჩი (28)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - პადოინი, მარკიზიო, პირლო (72. პერეირა), ვიდალი (84. სტურარო), ევრა - ტევესი, მატრი (58. მორატა)
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, ცანა, ბრაავჰეიდი (46. კანდრევა) - ბილია, კატალდი, ლულიჩი - მაური (66. კეიტა), ანდერსონი, კლოზე (90. ლედესმა)
გაფრთხილება: ევრა, მარკიზიო, კიელინი - მაურისიო, ლულიჩი, ცანა, კანდრევა
გაძევება: კატალდი (89. ლაციო)
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 12-22; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 5-14 (3-5); ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 40 000

19 აპრილი
სასუოლო-ტორინო 1:1
გოლები: 1:0 ბერარდი (45-პენ.), 1:1 კვალიარელა (58)
სასუოლო (3-4-3): კონსილი - აჩერბი, კანავარო, პელუზო - ლაზარევიჩი, ბრიგი, ტაიდერი (62. ბიონდინი), ლონგი - ბერარდი (81. ფლოკარი), ფლორო ფლორესი (71. სანსონე), ძაძა
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - დარმიანი, ვივესი, ბენასი (70. ბაშა), ფარნერუდი, მოლინარო (54. პერესი) - მარტინესი (54. მაქსი ლოპესი), კვალიარელა
გაფრთხილება: ბერარდი, აჩერბი - ვივესი ფარნენერუდი, ბაშა
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 8-17 (1-8); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 12 000

კიევო-უდინეზე 1:1
გოლები: 1:0 პელისიერი (39), 1:1 ცეზარი (71-საკ. კარში)
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, დაინელი, ზუკანოვიჩი - ჰეტემაი, ბირსა (70. სკელოტი), ისკო, რადოვანოვიჩი - პელისიერი (60. პალოსკი), მეჯორინი (66. ბოტა)
უდინეზე (3-4-2-1): კარნეზისი - პირისი, დანილო, ბუბნიჩი (61. დი ნატალე) - ალანი, ვიდემარი, პინცი, პასკუალე - ფერნანდესი (46. გეიხო), კონე - ტერო (74. ბადუ)
გაფრთხილება: მეჯორინი, ზუკანოვიჩი, ბირსა - ფერნანდესი, ალანი, პინცი, დანილო
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10-6 (8-2); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 10 000

ემპოლი-პარმა 2:2
გოლები: 0:1 ლოდი (19), 1:1 მაკარონე (32), 2:1 ტონელი (45), 2:2 ბელფოდილი (73)
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - ლაურინი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი - ვესინო (78. ზელინსკი), ვალდიფიორი (64. სინიორელი), კროჩე - საპონარა - მაკარონე, პუჩარელი (83. ტავანო)
პარმა (3-5-2): მირანტე - კასანი, კოსტა, ფედალი - ვარელა, ლილა (69. ბელფოდილი), ლოდი (54. ნოჩერინო), მაური, გობი - გეზალი, კოდა
გაფრთხილება: მაური (პარმა)
კუთხური: 13-2; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 9-10 (6-6); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 15 000

პალერმო-ჯენოა 2:1
გოლები: 1:0 ჩოჩევი (9), 2:0 ჩოჩევი (30), 2:1 იაგო (52)
პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი - ლაზაარი (90. დაპრელა), ჩოჩევი (72. ჩოჩევი), მატო (58. ბოლცონი), რიგონი, რისპოლი - ვასკესი - დიბალა
ჯენოა (3-4-3): ლამანა - იძო, ბურდისო, დე მაიო (79. პავოლეტი) - ედენილსონი, რინკონი, მანდრაგორა (46. ლაქსალტი), ბერგდიში (70. ლესტინი) - იაგო, ნიანგი, პეროტი
გაფრთხილება: ვიტიელო, მატო, ვასკესი, ბელოტი - რინკონი, დე მაიო, პავოლეტი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13-8 (7-1); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 18 000

რომა-ატალანტა 1:1
გოლები: 1:0 ტოტი (3-პენ.), 1:1 დენისი (23-პენ.)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი (84. დუმბია), იანგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი - პარედესი (57. კეიტა), ნაინგოლანი - ლიაიჩი, ფლორენცი, იტურბე (57. იბარბო) - ტოტი
ატალანტა (4-4-1-1): სპორტიელო - ბენალუანი, სტენდარდო, მაზიელო, დრამე - ესტიგარიბია, კარმონა, ბაზელი (59. მილიაჩო), გომესი - ემანუელსონი (65. მორალესი) - დენისი (81. ბიანკი)
გაფრთხილება: პარედესი, ასტორი, იანგა-მბივა - ბაზელი, ბენალუანი, დრამე, მილიაჩო, სტენდარდო
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 11-4 (7-3); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 45 000

კალიარი-ნაპოლი 0:3
გოლები: 0:1 კალეხონი (24), 0:2 ბალცანო (45-ს. კ.), 0:3 გაბიადინი (59)
კალიარი (4-3-3): ბრკიჩი - ბალცანო, როსეტინი, კაპიტელი, აველარი - დესენა, კონტი, ეკდალი (64. ჟოაო პედრო) - ფარიასი (63. კოსუ), საუ (46. ლონგო), მპოკუ
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი - ჟორჟინიო, გარგანო - ინსინიე, ჰამშიკი (56. გაბიადინი), კალეხონი (69. მესტო) - იგუაინი (62. საპატა)
გაფრთხილება: როსეტინი, კაპიტელი, კონტი, ლონგო - კულიბალი
გაძევება: მაჯო (65. ნაპოლი)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 5-11 (3-5); ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 8 000

ინტერი-მილანი 0:0
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, რანოკია, ვიდიჩი, ჟუანი - გნუკური (67. ობი), მედელი, კოვაჩიჩი (77. შაქირი) - ერნანესი - პალასიო, იკარდი
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - აბატე, ალექსი (70. პალეტა), მექსე, ანტონელი - ვან გინკელი, დე იონგი, პოლი (81. ჩერჩი) - მენეზი, ბონავენტურა, სუსო (73. დესტრო)
გაფრთხილება: დამბროზიო, ჟუანი, ერნანესი, მედელი - აბატე, დე იონგი
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10-6 (5-4); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 80 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

20 აპრილი
ფიორენტინა-ვერონა 22:45

ბომბარდირები: 18 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი), მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ლუკა ტონი (ვერონა); 13 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), პაულო დიბალა (პალერმო).

მომდევნო ტური
25 აპრილი:
უდინეზე-მილანი, ინტერი-რომა

26 აპრილი:
ატალანტა-ემპოლი, ჯენოა-ჩეზენა, ლაციო-კიევო, ტორინო-იუვენტუსი, პარმა-პალერმო, ვერონა-სასუოლო, ფიორენტინა-კალიარი, ნაპოლი-სამპდორია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული