სერია A. XXXII ტურის წინ: დერბი ტურინში

AutoSharing Option
სერია A-ს ტური არ ჩაივლის ისე, რომ ორი-სამი განსაკუთრებულად საინტერესო მატჩი არ ვიხილოთ. მილანში "ინტერი" "რომას" დაუხვდება, ტურინში დერბია, ნეაპოლში კი "ნაპოლი" "სამპდორიას" დაუპირისპირდება.

ინტერი-რომა
მილანური დერბის შემდეგ "ინტერს" მორიგი რთული მატჩი ელის და ამჯერად, "რომას" დაუპირისპირდება. თუმცა, ამ შემთხვევაში, უფრო მეტ ყურადღებას სწორედ დედაქალაქური გუნდი იწვევს, რომელიც მეორე ადგილზე დაბრუნებას ცდილობს და ცალი თვალით მეოთხე ადგილზე მყოფ "ნაპოლის" შეჰყურებს, რომელთანაც ფორა სულ რაღაც 5 ქულაა.

მოკლედ, "რომა" რთული ამოცანების წინაშეა და თანაც, გუნდი ცუდ ფორმაშია.

მწვრთნელები გვპირდებიან, რომ შემტევ
ფეხბურთს ითამაშებენ და აქცენტი სამი ქულის მოპოვებაზე გაკეთდება. "ინტერს" თავდასხმაში ისევ როდრიგო პალასიოს და მაურო იკარდის ტანდემი ეყოლება, რომაელებს კი - ფრანჩესკო ტოტის, ადემ ლიაიჩის და ხუან იტურბეს ტრიო.

"რომამ" წინა ტურში "ატალანტასთან" დაკარგა ქულები და კიდევ ერთხელ გააწბილა გულშემატკივარი - რუდი გარსიამ წინა მატჩი გაიხსენა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია.

"ატალანტასთან" ბევრი შეცდომა დავუშვით და თითოეული მათგანი დეტალურად გავაანალიზეთ. ვფიქრობ, მეტი სპორტული აგრესიაა საჭირო და ბრძოლა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე.

შეგვწევს "ინტერის" დამარცხების ძალა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ".

"ლაციო" "კიევოს" მასპინძლობს და დიდი შანსია, რომ სამი ქულა მოიპოვოს - ეს კარგად იციან "რომას" ბანაკში და ამად არის, რომ მხოლოდ გამარჯვებაზე საუბრობენ.

ტურინული დერბი
ტურინული დერბი ყოველთვის საინტერესოა და მით უმეტეს, მაშინ, როდესაც "ტორინო" კარგ ფორმაშია და სატურნირო მოტივაცია ამოძრავებს. "გრანატა" ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის და საკუთარ არენაზე იოლად არაფერს დათმობს. მით უმეტეს, "იუვენტუსს" დიდი ბრძოლა აქვს ჩემპიონთა ლიგაზე გადატანილი და შესაძლოა, გადაღლილობამაც იჩინოს თავი.

მოკლედ, "იუვე" ფავორიტია, მაგრამ რა იქნება სინამდვილეში, ერთი ღმერთმა უწყის.

რთულია იმის პროგნოზირება, რა შემადგენლობას დააყენებს მასიმილიანო ალეგრი - "გაძეტას" ვარაუდით, შეტევაში კარლოს ტევესს და ალვარო მორატას ვიხილავთ, მაგრამ "კორიერე" ტევესთან ერთად, ალესანდრო მატრის გამოჩენას წინასწარმეტყველებს.

რაც შეეხება "ტორინოს", წინა ხაზზე მარტინესის და მაქსი ლოპესის ტანდემს ველოდებით, ფაბიო კვალიარელას კი მიკროტრავმა აქვს და სავარაუდოდ, მეორე ნახევარში ჩაერთვება თამაშში.

"ტოროს" დიდი ხანია, "იუვე" არ დაუმარცხებია და საინტერესოა, გატეხავს თუ არა ნავსს...

ნაპოლი-სამპდორია
წინა ტურში "ნაპოლიმ" რომაულ გუნდებთან ქულათა სხვაობა შეამცირა და სამეულში მოხვედრის იმედი დაუბრუნდა. ამიტომ რაფაელ ბენიტესი გუნდს მოგებაზე დაგეშავს.

თუმცა, ნეაპოლელთა მეტოქე თვით "სამპდორიაა", რომელიც ასევე ევროსაგზურისთვის იბრძვის და იოლად არაფერს დათმობს.

ამ მატჩის ირგვლივ დამატებითი ინტრიგა მოსალოდნელი სამწვრთნელო გადაადგილებებია - დიდი ალბათობით, რაფაელ ბენიტესი დატოვებს ნეაპოლს, მის ყველაზე რეალურ შემცვლელად კი "სამპას" ამჟამინდელი თავკაცი სინიშა მიხაილოვიჩი მიიჩნევა.

ისიც ვთქვათ, რომ ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება მანოლო გაბიადინი, რომელსაც მიმდინარე სეზონის პირველ წრეში სწორედ "სამპდორიასთვის" გაჰქონდა გოლები...

სერია A. XXXII ტური
შაბათი. 25 აპრილი
უდინეზე-მილანი 20:00
დისკვალიფიკაცია: ფერნანდესი (უდინეზე)
ტრავმა: ერტო, დომიცი, ევანჯელისტა, ვაგუე - ელ შაარავი, მასტური, აგაცი, მონტოლივო, ესიენი
ბოლო 6 შეხვედრა
0-4-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +12=9-24, (48-84)

ინტერი-რომა 22.45
დისკვალიფიკაცია: მედელი - ასტორი
ტრავმა: ჯონათანი, დოდო, კამპანიარო - სტროტმანი, კასტანი, მაიკონი, ჟერვინიო, პიანიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
1-4-1 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 თამაში: +25=18-18, (103-92)

კვირა.26 აპრილი
ატალანტა-ემპოლი 14:30
დისკვალიფიკაცია: პინილია (ატალანტა)
ტრავმა: ღაიმონდი, კერუბინი - გუარენტე, ვერდი
ბოლო 6 შეხვედრა
1-4-1 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +3=6-4, (10-12)

ჯენოა-ჩეზენა 17:00
დისკვალიფიკაცია: მუდინგაი (ჩეზენა)
ტრავმა: არიაუდო, ტინო კოშტა, ბორიელო, ბერტოლაჩი - მარილუნგო, იაბრე, ვალძანია, მაგნუსონი, პულცეტი რენძეტი, დე ფეუდისი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 0-4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +5=5-3, (26-20)

ვერონა-სასუოლო 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იონიცა, მარკესი - მანიანელი, ვრსალკო, პოლიტო, პეგოლო, ტერანოვა, ანტეი, გაცოლა, ნატალი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +5=1-5, (12-15)

ლაციო-კიევო 17:00
დისკვალიფიკაცია: კატალდი - მეჯორინი, ბირსა
ტრავმა: ჯენტილეტი, ჯორჯევიჩი, კონკო, რადუ, დე ვრი, პაროლო, ბილია - მეჯორინი, ბირსა
ბოლო 6 შეხვედრა
5-0-1 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +10=10-5, (30-22)

პარმა-პალერმო 17:00
დისკვალიფიკაცია: მატო (პალერმო)
ტრავმა: გალოპა, მენდესი - მორგანელა, ბარეტო, ემერსონი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7=6-5, (28-25)

ტორინო-იუვენტუსი 17:00
დისკვალიფიკაცია: მარკიზიო (იუვენტუსი)
ტრავმა: სილვა - ასამოა, ღომულო, კასერესი, პოგბა
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +2=5-14, (17-40)

ფიორენტინა-კალიარი 20:00
დისკვალიფიკაცია: ლონგო, როსეტინი (კალიარი)
ტრავმა: როსი, ბაბაქარი (ფიორენტინა)
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 0-1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +17=8-8, (50-32)

ნაპოლი-სამპდორია 22:45
დისკვალიფიკაცია: მაჯო (ნაპოლი)
ტრავმა: მიჩუ, ცუნიგა - დე ვიტისი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +14=8-7, (41-30)

ბომბარდირები:
18 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი), მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ლუკა ტონი (ვერონა); 13 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), პაულო დიბალა (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული