სერია A. XXXII ტური: "ინტერმა" "რომა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
25 აპრილს იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ფილიპო ინძაგის "მილანი" "უდინეზეს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გოლები გაიტანეს ჯამპიერო პინციმ და ემანუელ აგიემანგ-ბადუმ.

მატჩის მიწურულს ჯამპაოლო პაცინიმ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფილიპო ინძაგი (მილანი): "ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ძალიან გავბრაზდი ფეხბურთელების მოქმედებების გამო მოედანზე. ასეთ თამაშს ახსნა არა აქვს, "მილანის" ფონზე "უდინეზე" ჩემპიონთა ლიგის კლუბს ჰგავდა".

მილანის "ინტერმა" "რომას" უმასპინძლა და 2:1 მოუგო. მე-15 წუთზე ერნანესმა შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში.

მეორე ტაიმში რაჯა ნაინგოლანმა გაათანაბრა,
მაგრამ 88-ე წუთზე ლუკას პოდოლსკის პასით, მაურო იკარდიმ გაიტანა გამარჯვების გოლი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უდინეზე-მილანი 2:1
გოლები: 1:0 პინცი (58), 2:0 აგიემანგ-ბადუ (74), 2:1 პაცინი (88)

ინტერი-რომა 2:1
გოლები: 1:0 ერნანესი (15), 1:1 ნაინგოლანი (63), 2:1 იკარდი (88)

1. იუვენტუსი - 73 ქულა; 2. ლაციო - 58; 3. რომა - 58; 4. ნაპოლი - 53; 5. სამპდორია - 50.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული