ხავიერ ძანეტი დააფასეს - მილანის "ინტერში" 4-ნომრიანი მაისურით აღარავინ ითამაშებს

AutoSharing Option
ამიერიდან მილანის "ინტერში" 4-ნომრიანი მაისურით აღარავინ ითამაშებს. კლუბის მესვეურებმა ამ გზით დაუფასეს ღვაწლი გუნდის ყოფილ კაპიტანს, არგენტინელ ხავიერ ძანეტის.

შესაბამისი გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა მიიღო, რის შემდეგაც მან განცხადება გააკეთა:

"ამიერიდან "ინტერის" არცერთი ფეხბურთელი ჩაიცვამს 4-ნომრიან მაისურს. ეს ნომერი სამუდამოდ ეკუთვნის ხავიერ ძანეტის", - აქვეყნებს ტოჰირის ნათქვამს SportMediaset-ი.

ხავიერ ძანეტი "ინტერის" ღირსებას 1995 წლიდან 2014 წლამდე იცავდა. ამჟამად არგენტინელი გუნდის ვიცე-პრეზიდენტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული