10:05 30-04-2015
მილანის "ინტერი", უფრო ახლოს მიზანთან
AutoSharing Option
ეს გამარჯვება "ნერაძურისთვის" მართლაც მნიშვნელოვანი იყო და თუ კონკურენტების არასტაბილურ თამაშს გავითვალისწინებთ, მილანელთა საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა სულ უფრო რეალური ხდება.
პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. უდინელთა კართან რამდენიმე მწვავე მომენტი შეიქმნა, განსაკუთრებით კი, ფრედი გუარინი და ერნანესი აქტიურობდნენ. სწორედ ამ უკანასკნელზე იუხეშა მაურიციო დომიციმ, რომელიც მე-40 წუთზე გააძევეს და ანდრეა სტრამაჩონის გუნდი კაცნაკლული დარჩა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მსაჯმა "ინტერის" სასარგებლოდ საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაურო იკარდიმ კი მორიგი გოლი გაიტანა, 0:1. სულ მალე ალანმა ანტონიო დი ნატალე გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, ვეტერანს კი მიზანმა არ უმტყუნა - 1:1.
მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათი რჩებოდა, როდესაც რეფერიმ ბადუ გააძევა მინდვრიდან და "უდინეზე" 9 ფეხბურთელით დარჩა - რობერტო მანჩინიმ მყისიერი რეაგირება მოახდინა, თამაშში ლუკას პოდოლსკი ჩართო, რომელმაც შესვლიდან რამდენიმე წამში იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2. პოდოლსკიმ სადებიუტო გოლი გაიტანა "ინტერის" მაისურით და თანაც, შორეული, ეფექტური დარტყმით უწია მიზანს.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, 9 ფეხბურთელით დარჩენილმა "უდინეზემ" სცადა მატჩის გადარჩენა და ახლოსაც იყო მიზანთან - გატანის კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან ალანმა, პირისმა, პერიკამ და კონემ. მატჩის შემდეგ "სტადიო ფრიულიზე" შეკრებილმა ქომაგებმა საკუთარ გუნდს ოვაციები მოუწყვეს და ბუნებრივია, არც "ინტერის" ტიფოზები იყვნენ უხასიათოდ.
მატჩის შემდეგ რობერტო მანჩინიმ მოკლე კომენტარი გააკეთა: "ერთი მიზნის ქვეშ ვართ გაერთიანებულნი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ. ვალდებულნი ვართ, რომ "ინტერი" ევროთასებზე გავიდეს. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, სამუშაო ბევრია და ეს აქამდეც ვიცოდით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული