როგორც საკლუბო არხი იტყობინება, სპეციალისტი რჩება სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელად და გუნდს "ნაპოლისთან" მატჩისთვის მოამზადებს, რომელიც ნეაპოლში 3 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 33-ე ტურში "ჯენოასთან" ანგარიშით 1:3 წაგების შემდეგ ინძაგიმ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობისგან მის გათავისუფლებას ელოდა.
"მილანი" სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-10 ადგილზეა.