ტაილანდელი ბიზნესმენი ბი ტეჩაუბოლი, რომელიც "მილანის" აქციათა სულ ცოტა 51%-ის შეძენას აპირებს, გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას აპირებს.
Сalcionews24-ის ცნობით, ტეჩაუბოლი ტრანსფერებისთვის 70-100 მლნ ევროს დახარჯვას გეგმავს. მისი პირველი სამიზნე "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატია. რაც შეეხება გუნდის მწვრთნელის საკითხს, ტაილანდელს მილანში მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი თავკაცის, კარლო ანჩელოტის დაბრუნება სურს.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი "მილანს" 2001-დან 2009 წლამდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ და უეფას სუპერთასი მოიგო. იმ წლებში "მილანმა"