ვერატი და ანჩელოტი "მილანში"? - ტაილანდელი ბიზნესმენი 100 მლნ ევროს ჩამოდის

AutoSharing Option
ფოტოზე: მარკო ვერატისა და კარლო ანჩელოტის ერთად პსჟ-შიც ურბენიათ
ტაილანდელი ბიზნესმენი ბი ტეჩაუბოლი, რომელიც "მილანის" აქციათა სულ ცოტა 51%-ის შეძენას აპირებს, გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას აპირებს.

Сalcionews24-ის ცნობით, ტეჩაუბოლი ტრანსფერებისთვის 70-100 მლნ ევროს დახარჯვას გეგმავს. მისი პირველი სამიზნე "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატია. რაც შეეხება გუნდის მწვრთნელის საკითხს, ტაილანდელს მილანში მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი თავკაცის, კარლო ანჩელოტის დაბრუნება სურს.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი "მილანს" 2001-დან 2009 წლამდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ და უეფას სუპერთასი მოიგო. იმ წლებში "მილანმა"
თითოჯერ სერია A-სა და ქვეყნის სუპერთასზეც გაიმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული