ტურინის "იუვენტუსი" გენუის "სამპდორიას" ესტუმრა 1:0 მოუგო და ზედიზედ მეოთხედ გახდა იტალიის ჩემპიონი.
32-ე წუთზე გამარჯვების გოლი არტურო ვიდალმა გაიატანა. ეს "იუვენტუსის" 31-ე ტიტულია.
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "მე მყავს ძალიან კარგი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. ზედიზედ ოთხჯერ სკუდეტოს მოგება ექსტრაორიდინარული საქციელია. ჩვენ ნაადრევად მოვიპოვეთ ტიტული და თან ვაჩვენეთ კარგი ფეხბურთი.
მსურს, გუნდმა კიდევ გააგრძელოს პროგრესი და უფრო უკეთესი გახდეს. სამშაბათს ჩვენ პირველი მატჩი გველის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალთან". ეს დაპირისპირება 180 წუთი გაგრძელდება, ტურინში არაფერი გადაწყდება და არც დასრულდება".
სამპდორია-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 ვიდალი (32)
სასუოლო-პალერმო 0:0
1. იუვენტუსი 79 ქულა; 2. ლაციო - 62; 3. რომა - 61; 4. ნაპოლი - 56; 5. სამპდორია - 51.