* მასიმილიანო ალეგრიმ მეორედ მოიგო სკუდეტო. პირველად "მილანი" გააჩემპიონა და ისიც სადებიუტო სეზონში.
* სილვიო ბერლუსკონიმ ტაილანდელ ბიზნესმენ ბი ტაეჩაუბოლთან შეთანხმებას მიაღწია და მას 500 მილიონ ევროდ "მილანის" აქციების 49%-ს გადაუფორმებს.
ტურინის "იუვენტუსი" უკვე სამი წელია იტალიის ჩემპიონია და კიდევ მინიმუმ ერთი წელი ამ სტატუსს არ დათმობს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 34-ე ტურში "ვეკია სენიორამ" "სამპდორია" დასცა და მიჯრით მეოთხედ დაეუფლა სკუდეტოს, სულ კი 31-ე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. ტურინელები მიიჩნევენ, რომ 33-ე სკუდეტო
საჩემპიონო მატჩი
მასიმილიანო ალეგრიმ სათადარიგოთა სკამზე ანდრეა პირლო, ალვარო მორატა და ჯორჯო კიელინი დატოვა, პატრის ევრა კი განაცხადშიც არ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ "იუვენტუსი" "სამპდორიას" გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდა. მიუხედავად ამისა, მატჩი ტურინელთა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა - 1:0. ერთადერთი გოლი არტურო ვიდალის ანგარიშზეა, რომელმაც თავური დარტყმით შეარხია მეტოქის კარის ბადე. ეს იყო საჩემპიონო მატჩი, რომელშიც "იუვემ" ნათლად დაგვანახვა, რომ საუკეთესო გუნდია იტალიაში და ამ ეტაპზე, ყველა კონკურენტზე ერთი თავით მაღლა დგას.
საჭიროების მიხედვით, ტემპის მომატება და დაგდება, პერმანენტული პრესინგი და ბურთზე სრული კონტროლის დაწესება - მატჩი მთლიანად სტუმართა კარნახით წარიმართა და ლოგიკურად დასრულდა. ტურინელებს ქულაც ჰყოფნიდათ სკუდეტოს მოსაპოვებლად, მაგრამ მოიგეს, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი დიდი ფიესტა დაიწყო; ფეხბურთელებმა მასიმილიანო ალეგრი ხელში აიტაცეს და აბურთავეს, გასახდელში შამპანურის წვიმა მოაწყვეს, ტურინის მთავარ მოედანზე კი ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა...
მასიმილიანო ალეგრიმ ფეხბურთელებს ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდა, რადგან სამშაბათს "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი ელის.
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ძალიან ძლიერ ემოციებს განვიცდი და თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ. მიუხედავად ამისა, ემოციების შეკავება გვმართებს, რადგან წინ უმნიშვნელოვანესი მატჩია. მადლობა შეგირდებს, რომლებმაც "სამპდორიასთან" მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. ანტონიო კონტემ გამარჯვებული გუნდი დამიტოვა, რომლის გადმოწყობა ჩემს სტილზე უმტკივნეულოდ მოხდა და ბრწყინვალე შედეგი მივიღეთ. დიდებული საღამოა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სეზონი გრძელდება".
ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი): "ეს სკუდეტო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამიტომ ემოციებს ვერ ვთოკავ. თუმცა მხოლოდ 10 წუთით მოგვცეს ზეიმის უფლება, რადგან წინ უმნიშვნელოვანესი მატჩია. დიახ, ზუსტად ასე გვითხრეს, რომ მხოლოდ 10 წუთი გვეზეიმა; გადავაცილეთ, ხომ? - არა უშავს, ცოტას გვაპატიებენ, თუმცა ფიესტა დილამდე ვერ გაგრძელდება, ამის ფუფუნება, უბრალოდ, არ გვაქვს".
ანდრეა პირლო (იუვენტუსი): "რაშია ჩვენი წარმატების საიდუმლო? - საქმეს სწორად ვუდგებით, თითოეულ მატჩში ბოლომდე ვიხარჯებით და შედეგიც ჩანს. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი სკუდეტო მოვიგეთ, მაგრამ ჩვენ ისევ გვწყურია გამარჯვებები და წინ უმნიშვნელოვანესი ბატალიები გველის. ერთი მისია შესრულებულია, თუმცა ეს ჯერ არაა ჩვენი მაქსიმუმი".
"რომამ" "ლაციო" ჩამოიტოვა
გასული უქმეები წარმატებული გამოდგა "რომასთვის", რომელმაც საკუთარ მოედანზე "ჯენოა" დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდა. რუდი გარსიას შეგირდებმა ორი უპასუხო გოლი შეაგდეს, რომელთაგან ერთი სეიდუ დუმბიას, ხოლო მეორე ალესანდრო ფლორენცის ანგარიშზეა. "რომამ" მიჯრით მეორე თამაში მოიგო და, როგორც მატჩის შემდეგ რუდი გარსიამ განაცხადა, ჩავარდნა დაძლია. "ჯალოროსის" სულზე მოუსწრო დუმბიას ათამაშებამ, რომელიც ზედიზედ მეორე მატჩია, გოლს იტანს. შესანიშნავ ფორმაშია ფლორენციც, რომელიც მარჯვენა მცველად ასპარეზობს, მთელ ფლანგს აკონტროლებს და თანაბრად ეფექტურია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. მოკლედ, "რომამ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და გარკვეული პაუზის შემდეგ კვლავ დაბრუნდა მეორე ადგილზე.
"რომას" აღმასვლა "ლაციოს" უხეირო თამაშმა განაპირობა - სტეფანო პიოლის შეგირდები ბერგამოში ჩავიდნენ და "ატალანტას" ვერაფერი დააკლეს. პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა, მეორეში კი გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და ქულები გაიყვეს. "ატალანტასთვის" მშვენიერი შედეგია, "ლაციომ" კი აშკარად გააწბილა გულშემატკივარი.
"ინტერი" ისევ გაშტერდა
"ინტერი" მთელი მატჩის განმავლობაში უტევდა "კიევოს", მაგრამ გოლი ვერაფრით შეაგდო და მხოლოდ ქულას დასჯერდა. არადა, რობერტო მანჩინის გუნდმა ბოლო მატჩებში დადებითი შედეგი აჩვენა და გულშემატკივრებს წარმატებული სერიის გაგრძელების იმედი ჰქონდათ. ვერონელებმა მყარი დაცვითი რედუტები აღმართეს "ჯუზეპე მეაცაზე" და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.სამაგიეროდ, "ფიორენტინამ" მოიგო თავისი მატჩი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო ვითარება. ფლორენციელები ევროზონის მიღმა იყვნენ, "ჩეზენას" დამარცხების შემდეგ კი მეხუთე პოზიციაზე გამაგრდნენ. ვინჩენცო მონტელას გუნდისთვის მართლაც შესანიშნავი ტური გამოდგა, რადგან უშუალო კონკურენტებმა: "ჯენოამ", "სამპდორიამ" და "ინტერმა" ქულები დაკარგეს.
ფლორენციელთაგან იოსიპ ილიჩიჩმა გაიბრწყინა, რომლის ანგარიშზეც დუბლია, ერთი გოლი კი ალბერტო ჯილარდინომ შეაგდო. ევროპალიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩს "ფიორენტინა" მშვენიერ ხასიათზე ხვდება, დანარჩენზე კი მომავალში ვისაუბროთ...
სერია A. XXXIV ტური
2 მაისი
სამპდორია-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 ვიდალი (32)
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, მესბა (36. რეჯინი) - რიცო (54. ბერგესიო), პალომბო, ობიანგი (72. დუნკანი) - სორიანო - მურიელი, ეტოო
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, პადოინი - სტურარო, ვიდალი, მარკიზიო - პერეირა (73. კიელინი) - ტევესი (72. მორატა), ლორენტე (80. კომანი)
გაფრთხილება: დე სილვესტრი, რომანიოლი, სორიანო, ობიანგი - სტურარო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-10 (2-5); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 30 000
სასუოლო-პალერმო 0:0
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ფონტანეზი (84. ნატალი), აჩერბი, პელუზო, ლონგი - ჩიბსა (58. ბრიგი), მისიროლი, ბიონდინი - ლაზარევიჩი (58. სანსონე), ბერარდი, ძაძა
პალერმო (3-5-1-1): უიკანი - ვიტიელო, გონსალესი, ტერცი - რიგონი, ჩოჩევი (62. ბელოტი), ლაზაარი (71. დაპრელა), მატო, რისპოლი (85. კუაიზონი) - ვასკესი - დიბალა
გაფრთხილება: ლაზარევიჩი, ბრიგი - ვიტიელო, ტერცი, რიგონი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 12-22; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 5-14 (2-5); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 12 000
3 მაისი
რომა-ჯენოა 2:0
გოლები: 1:0 დუმბია (35), 2:0 ფლორენცი (90)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი, მანოლასი, ასტორი, ტოროსიდისი - პიანიჩი (73. იანგა-მბივა), ნაინგოლანი, დე როსი - ჟერვინიო, იბარბო (87. ჰოლებასი), დუმბია (60. იტურბე)
ჯენოა (4-3-3): პერინი - რონკალია, დე მაიო, იძო, ტამბე (46. იაგო) - რინკონი, ბერტოლაჩი (73. კოსტა), კუცკა - ლაქსალტი (59. ლესტინი), ბერგდიში, ნიანგი
გაფრთხილება: ტოროსიდისი, მანოლასი, დე როსი - იძო, რინკონი, ლაქსალტი
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 19-21; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12-6 (6-3); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 45 000
ატალანტა-ლაციო 1:1
გოლები: 1:0 ბიავა (49), 1:1 პაროლო (77)
ატალანტა (4-5-1): სპორტიელო - ბელინი, ბიავა, მაზიელო, დელ გროსო - დალესანდრო (70. ძაპაკოსტა), ჩიგარინი (79. მორალესი), კარმონა, მილიაჩო, გომესი - პინილია (70. ბიანკი)
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, სიანი, რადუ (64. ბრაავჰეიდი) - კატალდი, ბილია - კანდრევა, მაური (64. ჯორჯევიჩი), ანდერსონი - კეიტა (76. პერეა)
გაფრთხილება: სპორტიელო, მაზიელო - ბასტა, სიანი, მაურისიო, ანდერსონი, კატალდი, პერეა
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11-10 (6-5); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 20 000
ფიორენტინა-ჩეზენა 3:1
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (31-პენ.), 2:0 ილიჩიჩი (35), 3:0 ჯილარდინო (56), 3:1 ალეჰანდრო (59)
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, სავიჩი, ბასანტა, ვარგასი - კურტიჩი, ბადელი, ბორხა ვალერო (72. ფერნანდესი) - ილიჩიჩი (82. ლაძარი), სალაჰი (63. დიამანტი), ჯილარდინო
ჩეზენა (4-3-1-2): ალიარდი - პერიკო, კაპელი, კრაინჩი, რენძეტი - კარბონერო,Eმუდინგაი (73. დალ მონტე), ჯორჯი (46. კაშონე) - ბრიენცა - დეფრელი, ალეჰანდრო (75. ჯურიჩი)
გაფრთხილება: ილიჩიჩი - კაპელი
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 20-9 (12-1); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 28 000
ვერონა-უდინეზე 0:1
გოლი: 0:1 დი ნატალე (62)
ვერონა (4-3-3): ბენუსი - სალა, მარკესი, მორასი, პიზანო - ობადი (77. სავიოლა), პანაიოტისი, გრეკო - იანკოვიჩი (87. ფერნანდინიო), ლოპესი (63. აგოსტინი), ტონი
უდინეზე (4-3-1-2): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, ბუბნიჩი, პირისი - ალანი, პინცი, კონე (71. ფერნანდესი) - გილიერმე - პერიკა (59. დი ნატალე), ტერო (88. აგუირე)
გაფრთხილება: გრეკო - პირისი, ბუბნიჩი, პერიკა, ალანი
გაძევება: სალა (60. ვერონა), მარკესი (90. ვერონა)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 12-18 (3-5); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 20 000
ინტერი-კიევო 0:0
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, რანოკია, ვიდიჩი, ჟუანი - გუარინი, მედელი, ბროზოვიჩი (53. პოდოლსკი) - ერნანესი (64. შაქირი) - პალასიო (77. კოვაჩიჩი), იკარდი
კიევო (4-4-2): ბიძარი - სკელოტო, ცეზარი, დაინელი (60. სარდო), ფრეი (8. ბირაგი) - ჰეტემაი (57. გამბერინი), ისკო, რადოვანოვიჩი, კრისტიანსენი - მეჯორინი, პალოსკი
გაფრთხილება: მედელი, პოდოლსკი, შაქირი - ბირაგი
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 15-9 (4-4); ბურთის ფლობა: 71%-29%
მაყურებელი: 50 000
ნაპოლი-მილანი 3:0
გოლები: 1:0 ჰამშიკი (70), 2:0 იგუაინი (74), 3:0 გაბიადინი (76)
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, ბრიტოსი, ალბიოლი, გულამი - ჟორჟინიო (55. გაბიადინი), დავიდ ლოპესი (84. ლოპერტო) - ინსინიე (69. მერტენსი), ჰამშიკი, კალეხონი - იგუაინი
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - დე შილიო, ალექსი, პალეტა, ბოკეტი (61. ბონერა) - ვან გინკელი, დე იონგი, პოლი - ბონავენტურა (84. ფელიჩოლი), ჰონდა, დესტრო (57. პაცინი)
გაფრთხილება: ალბიოლი, ჰამშიკი -
გაძევება: დე შილიო (1. მილანი)
კუთხური: 15-1; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 19-2 (7-1); ბურთის ფლობა: 76%-24%
მაყურებელი: 40 000
4 მაისი
კალიარი-პარმა 22:45
6 მაისი
ტორინო-ემპოლი 17:00
ბომბარდირები: 20 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 18 - ლუკა ტონი (ვერონა), მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), პაულო დიბალა (პალერმო)
მომდევნო ტური
9 მაისი:
იუვენტუსი-კალიარი, მილანი-რომა
10 მაისი:
კიევო-ვერონა, პალერმო-ატალანტა, უდინეზე-სამპდორია, ჩეზენა-სასუოლო, ემპოლი-ფიორენტინა, პარმა-ნაპოლი, ლაციო-ინტერი
11 მაისი:
ჯენოა-ტორინო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"