ფილიპო ინძაგი "მილანის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სეზონის ბოლომდე დარჩება

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი, მიუხედავად სერია A-ს ბოლო ტურში "ნაპოლისთან" ანგარიშით 0:3 დამარცხებისა,  თანამდებობაზე სეზონის ბოლომდე დარჩება. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იუწყება.

"მე მაქვს კონტრაქტი და შევეცდები, სანამ საშუალება მექნება, ვიმუშაო, რადგან "მილანს" ჩემს გულში ადგილი სამუდამოდ უკავია", - თქვა ინძაგიმ "ნაპოლისთან" თამაშის შემდეგ.

"როსონერი", რომელსაც უკვე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, სატურნირო ცხრილში 43 ქულით მეათე ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული