რა ბედი ელის მაურო იკარდის?

AutoSharing Option
როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტები გვამცნობენ, "ინტერის" მესვეურებს და მაურო იკარდის შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მძიმედ მიმდინარეობს და შეიძლება, შეთანხმებით არც დასრულდეს.

"გაძეტა დელო სპორტი" 22 წლის ფორვარდის კომენტარს ავრცელებს, რომელიც არ მალავს, რომ მოლაპარაკების პროცესში მართლაც წააწყდა გარკვეულ სირთულეებს:

"მილანში თავს კარგად ვგრძნობ, გულშემატკივრებს ვუყვარვარ და მეც დიდი პატივისცემით ვარ მათ მიმართ განწყობილი. ამიტომ "ინტერში" დარჩენა და კარიერის აქ გაგრძელება მსურს. ჩემი კუმირი ხავიერ ძანეტია, რომელმაც მთელი კარიერა "ნერაძურის" მიუძღვნა და იმავეს ვისურვებდი მეც.

თუმცა, უნდა გამოვტყდე, რომ ახალ
კონტრაქტთან დაკავშირებით, პრობლემები წარმოიშვა და მოლაპარაკება მძიმედ მიმდინარეობს. ფინანსური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია და ამას არც ვმალავ, თუმცა დეტალებზე მეტს ვერაფერს გეტყვით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული