ანტონიო კასანო: იტალიური ფეხბურთი ისეთი საწყალი გახდა, აქ ბაბუაჩემიც კი ითამაშებდა

AutoSharing Option
იტალიელმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა.

"ფეხბურთი მენატრება. მინდა ამ ზაფხულს დავბრუნდე. რა თქმა უნდა მინდა კიდევ ერთი შანსი მომცენ "სამპდორიაში", მაგრამ არ მგონია, რომ ეს შესაძლებელია. მითხრეს, რომ ისინი მცველებს ეძებენ. იქნებ ამპლუა შემეცვალა.

"მონაკოშიც" დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, ეს ქალაქი გენუასთან ახლოსაა.

შემოთავაზებები ბრაზილიიდან, დუბაიადან და ამერიკიდან მივიღე, მაგრამ ამ დროისთვის ნამდვილ ფეხბურთს მხოლოდ ევროპაში თამაშობენ.

ამასთან ერთად იტალიაში ფეხბურთი ისეთი საწყალი გახდა, რომ აქ ბაბუაჩემიც კი ითამაშებდა.

ვფიქრობ, ასეთი ტემპებით "იუვენტუსი" სკუდეტოს მომდევნო 10 წლის განმავლობაში
არავის დაუთმობს", - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ ზამთარში კასანომ "პარმასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტია.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული