ბოლოსწინა ტურში, რომაული დერბია, ამ უქმეებზე კი დიდი იტალიური ჯახი, რომელშიც "ინტერი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.
დიდი იტალიური დერბი
"ინტერი"-"იუვენტუსის" დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა და ეს განურჩევლად იმისა თუ, რა ვითარებაა სატურნირო ცხრილში. "ბებერი ქალბატონი" უკვე ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული, იტალიის თასის ფინალი აქვს სათამაშო და თითქოს სერია A-ს პაექრობა დიდად არ უნდა ადარდებდეს, მაგრამ როდესაც მეტოქე "ინტერია", იქ მოტივაციის ნაკლებობაზე ზედმეტია ლაპარაკი. "იუვეს" გულშემატკივრები ამ მატჩშიც
"ინტერს" ფრედი გუარინი ჰყავს ტრავმირებული და ერნანესი დისკვალიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრში რობერტო მანჩინის გუნდს პრობლემები ექნება. არადა, სატურნირო თვალსაზრისით, მოგება სწორედ რომ "ნერაძურის" სჭირდება და ამისთვის ცენტრის მოპოვება აუცილებელია.
"ინტერი" საკუთარ კედლებში თამაშობს და პირველ ნომრად შეეცდება თამაშს, წინა ხაზზე კი ჯერდან შაჩირის, როდრიგო პალასიოს და მაურო იკარდის ვიხილავთ.
მასიმილიანო ალეგრის დიდ იტალიურ დერბიზე სასაუბროდ არ ეცალა, რადგან შუა კვირაში მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საგზური მოიპოვა, რობერტო მანჩინიმ კი მოკლე კომენტარი გააკეთა:
"ვალდებულნი ვართ, რომ მოვიგოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპალიგის საგზურის მოპოვების შანსს დავკარგავთ. მთავარია, საკუთარი თავის ვირწმუნოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრის ფაქტორს და იმედი მაქვს, რომ სტადიონი გაივსება. "იუვე" უფრო ძლიერია, ეს ფაქტია, მაგრამ ერთი კონკრეტული მატჩის მოგება შეგვიძლია".
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, რანოკია, ვიდიჩი, ჟუანი - კოვაჩიჩი, მედელი, ბროზოვიჩი - შაჩირი - იკარდი, პალასიო
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - ვიდალი, მარკიზიო, პოგბა - პერეირა - ტევესი, ლორენტე
"ლაციო" გენუაში
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება გენუაში, სადაც "ლაციო" "სამპდორიას" უმასპინძლებს. მოგება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდება და წესით, უაღრესად დაძაბული მატჩი უნდა ვიხილოთ. "გაძეტას" ვერსიით, სტეფანო პიოლი 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და მიროსლავ კლოზეს სიღრმიდან შემდეგ ტრიოს დაახმარს: ფელიპე ანდერსონს, სტეფანო მაურის და ანტონიო კანდრევას. მოკლედ, "ბიანკოჩელესტე" ოპტიმალური შემადგენლობით შეუტევს და გენუელ მცველებს დიდი ჯაფა დაადგებათ.
არც "სამპა" უჩივის მაღალი კლასის შემტევების ნაკლებობას - წინა ხაზზე ლუის მურიელი და სამუელ ეტოო, მათ უკან კი რობერტო სორიანო. საჭიროების შემთხვევაში, თამაშში სტეფანო ოკაკა ჩუკაც ჩაერთვება. ამ მატჩის პროგნოზირება ურთულესი საქმეა და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
"ლაციოს" მართლაც რთული მატჩი აქვს, აი "რომა" კი "უდინეზეს" უმასპინძლებს და წესით, სამი ქულა უნდა ჩაიწეროს აქტივში. "ჯალოროსი" აშკარა ფავორიტია და უბრალოდ ვალდებულია, რომ უმოტივაციო მეტოქე დაამარცხოს.
რუდი გარსია შეტევაში ფრანჩესკო ტოტის, ხუან იტურბეს და ვიკტორ იბარბოს ტრიოს გაამწესებს, სეიდუ დუმბია ამჯერად თადარიგში დარჩება, ჟერვინიო კი ტრავმირებულია.
"რომა" პირველივე წუთიდან შეუტევს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება...
სერია A. XXXVI ტური
შაბათი. 16 მაისი
ინტერი-იუვენტუსი 20:00
დისკვალიფიკაცია: ერნანესი (ინტერი)
ტრავმა: ჯონათანი, დოდო, გუარინი, კუზმანოვიჩი, კამპანიარო - ასამოა, კასერესი
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +11=16-19, (45-58)
სამპდორია-ლაციო 22:45
დისკვალიფიკაცია: მაურისიო, მარკეტი (ლაციო)
ტრავმა: ედერი, დე ვიტისი, მესბა, კორეა - ცანა, ედერსონი, ბილია, პერეირინია, ლულიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +8=7-19, (36-56)
კვირა. 17 მაისი
სასუოლო-მილანი 14:30
დისკვალიფიკაცია: მექსე, ალექსი (მილანი)
ტრავმა: მანიანელი, დონისი, პოლიტო, პომინი, გაცოლა, ტერანოვა, ანტეი - აგაცი, ესიენი, სუსო, მონტოლივო, ჩერჩი
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2=0-2, (8-8)
ატალანტა-ჯენოა 17:00
დისკვალიფიკაცია: დენისი, ავრამოვი, ძაპაკოსტა, ბიავა - დე მაიო, ტინო კოსტა
ტრავმა: რაიმონდი, ესტიგარიბია, მაზიელო - პეროტი, არიაუდო, მარკეზე
ბოლო 6 შეხვედრა
2-4-0 4-0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +7=7-7, (24-22)
კალიარი-პალერმო 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბოლცონი, მორგანელა, მაკიენოკი (პალერმო)
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +7=10-8, (32-37)
ვერონა-ემპოლი 17:00
დისკვალიფიკაცია: იანკოვიჩი, პანაიოტისი (ვერონა)
ტრავმა: იონიცა - გუარენტე, ვერდი
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +1=4-2, (4-4)
ტორინო-კიევო 17:00
დისკვალიფიკაცია: ამაური, პერესი, პადელი - სკელოტო
ტრავმა: ბოვო, კვალიარელა - მატიელო, ფრეი
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +9=8-4, (27-21)
რომა-უდინეზე 22:45
დისკვალიფიკაცია: ფლორენცი (რომა)
ტრავმა: სტროტმანი, მაიკონი, კასტანი, ჟერვინიო - ევანჯელისტა, ვაგუე, ალბერგი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +21=10-14, (72-58)
ორშაბათი. 18 მაისი
ფიორენტინა-პარმა 21:00
დისკვალიფიკაცია: ლილა (პარმა)
ტრავმა: როსი, ბაბაქარი, ვარგასი, რიჩარდსი (ფიორენტინა)
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +16=11-11, (55-44)
ნაპოლი-ჩეზენა 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მიჩუ, ცუნიგა, დე გუზმანი - მარილუნგო, პულცეტი, მაგნუსონი, მუდინგაი, ვალძანია
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +8=5-1, (26-9)
ბომბარდირები:
20 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 18 - ლუკა ტონი (ვერონა), მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), პაულო დიბალა (პალერმო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"