მაურო იკარდი მილანის "ინტერში" რჩება

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერის" მესვეურებმა წარმატებით დაასრულეს მაურო იკარდისთან მიმდინარე მოლაპარაკებები და სეზონის დასრულებისთანავე მასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებენ.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ახალი კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდეა გათვლილი და 22 წლის თავდამსხმელი სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს.

არგენტინელი არ მალავდა, რომ მისთვის ფინანსური მხარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და როგორც ჩანს, ამ მხრივ მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული