სერია A. XXXVI ტური: მორატამ "იუვენტუსს" დიდი იტალიური დერბი მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ინტერი-იუვენტუსი 1:2

16 მაისს იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

"სან სიროზე" დიდი იტალიური დერბი გაიმართა - "ინტერმა" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები მაურო იკარდიმ დააწინაურა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს კლაუდიო მარკიზიომ პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა.

მეორე ტაიმში მადრიდული მატჩის გმირმა ალვარო მორატამ "ზებრებს" სამი ქულა მოუტანა.

რობერტო მანჩინი (ინტერი): "პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და ტაიმი 2:0 ან 3:0 უნდა მოგვეგო, ამის ნაცვლად ტაიმი 1:1 დასრულდა. ამ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის და ჩვენ ამ
ზეწოლას ვერ გავუძელით. ვფიქრობ, რომ მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ მაინც არ იყო იღბალი ჩვენს მხარეს. საშინაო მატჩები ძალიან ამძიმებს გუნდს, არადა, ჩვენი სტადიონი ჩვენი სახლია და ის უნდა გვაძლიერებდეს და არა პირიქით".

რომის "ლაციო" გენუის "სამპდორიას" ეწვია და არგენტინელი სანტიაგო ჯენტილეტის გოლის წყალობით მოუგო - 1:0.

ინტერი-იუვენტუსი 1:2
გოლები: 1:0 იკარდი (9), 1:1 მარკიზიო (42-პენ), 1:2 მორატა (83)

სამპდორია-ლაციო 0:1
გოლი: 0:1 ჯენტილეტი (54)

1. იუვენტუსი - 83 ქულა; 2. ლაციო - 66; 3. რომა - 64; 4. ნაპოლი - 60; 5. ფიორენტინა - 55.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული