ტურინის "იუვენტუსი" იტალიის თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რომის "ოლიმპიკოზე" იტალიის თასის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და რომის "ლაციო" დაუპირისპირდნენ. "სტუმრები" უკვე მე-4 წუთზე დაწინაურდნენ, როცა კატალდის საჯარიმოს თავური დაუხვედრა შტეფან რადუმ და ბრწყინვალე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის კარში.

საპასუხო გოლიც საჯარიმოს მოჰყვა - ევრამ ბურთი ჯორჯო კიელინის დაუგდო, რომელმაც უცნაური მოძრაობით გაათანაბრა. ეს მატჩის მე-11 წუთზე მოხდა. 90 წუთის განმავლობაში მეტი გოლი აღარ გასულა და დამატებითი დროც დაინიშნა.

პირველ დამატებით ტაიმში მე-7 წუთი მიმდინარეობდა, როცა "იუვეს" კონტრშეტევა შეცვლაზე შესულმა ალესანდრო მატრიმ გოლით დაასრულა, რომელმაც "ზებრებს"
ტიტული მოუტანა. ეს გუნდის მე-10 თასია და პირველი 1995 წლის შემდეგ.

მაშ ასე, "იუვენტუსის" ტრიუმფული სეზონი გრძელდება - ქვეყნის ჩემპიონობასთან ერთად, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თასიც მოიგო და ახლა ჰეთ-თრიკის შესასრულებლად "იუვენტუსმა" 6 ივნისს ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა მოიგოს.

იუვენტუსი-ლაციო 1:1 (დ. დ. 2:1)
გოლები: 0:1 რადუ (4), 1:1 კიელინი (11), 2:1 მატრი (97)
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (115. პადოინი), ვიდალი, პირლო, პოგბა (78. პერეირა), ევრა - ლორენტე (84. მატრი), ტევესი
ლაციო (3-4-3): ბერიშა - დე ვრეი (106. ბ. კეიტა), ჯენტილეტი, რადუ (71. მაურისიო) - ბასტა, პაროლო, კატალდი, ლულიჩი - კანდრევა, კლოზე (83. ჯორჯევიჩი), ანდერსონი
გაფრთხილება: ევრა, ბონუჩი, მატრი - პაროლო, კანდრევა
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 10-1; კარში დარტყმა: 13-15 (3-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 65 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გეტყობათ, თუ როგორ ერკვევით ფეხბურთში. ამაზე პასუხი 6 ივნისს გამეცით თუ გეყოთ ვაჟკაცობა და ობიექტურობა!!!
tengos da michinios
14:02 21-05-2015
0
მარსა?:) მარსა, ვერც გადაუღუნავს
tengo
13:22 21-05-2015
0

სიახლეები პოპულარული