პაულო დიბალა: "იუვენტუსი" მე მგავს, სულ მოგებაზეა დაგეშილი

AutoSharing Option
დაახლოებით ერთი კვირის წინ იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელდა ცნობები პაულო დიბალას "იუვენტუსში" გადაბარგების შესახებ.

"გაძეტა დელო სპორტმა" გვამცნო, რომ ტურინელები 21 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს გადაიხდიან და სეზონის ბოლოს, სხვადასხვა ბონუსის სახით, შესაძლოა, კიდევ 8 მილიონი გადარიცხონ სიცილიელთა ბიუჯეტში.

აღნიშნული ცნობა ჯერ არც ერთ კლუბს არ დაუდასტურებია და ეს ლოგიკურიცაა, რადგან სეზონი ჯერ არ დასრულებულა და იმავე "იუვენტუსს" წინ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის, ასეთ დროს კი ტრანსფერებზე საუბრისთვის არავის სცალია. თუმცა "იუვენტუსში" გადაბარგება თავად დიბალამ დაადასტურა და ჟურნალისტებს
შემდეგი განუცხადა:

"მე "იუვენტუსი" ავირჩიე და ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი. ჯერ ერთი, ტურინელებს ყველაზე მეტად უნდოდათ ჩემი გადაბირება, "პალერმოს" კონკრეტული წინადადებით მიმართეს და ამას ძალიან ვაფასებ. ამასთან, მეც და "იუვენტუსიც" ყოველთვის მოგებაზე ვართ დაგეშილნი და ამით ვგავართ ერთმანეთს.

ბევრი მიიჩნევს, რომ ტურინელებმა ჩემ სანაცვლოდ ზედმეტად დიდი თანხა გადაიხადეს, მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ საპირისპირო დავამტკიცო. მჯერა, რომ "იუვესთან" ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული