"მილანმა" კარლო ანჩელოტის სამწლიანი კონტრაქტი და ხელფასად წლიური 4 მლნ ევრო შესთავაზა

AutoSharing Option
"მილანმა", რომელიც კარლო ანჩელოტისთან შეთანხმების მიღწევას კვლავინდებურად ცდილობს, იტალიელ მწვრთნელს სამწლიანი კონტრაქტი და ხელფასად წლიური 4 მლნ ევრო შესთავაზა.

მილანური გრანდის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი მადრიდის "რეალთან" სულ ახლახან განშორებულ სპეციალისტს უკვე შეხვდა და მასთან პირველი მოლაპარაკება გამართა. გალიანისა და ანჩელოტის მორიგი შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ ანჩელოტის სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომელშიც ხელფასად წლიური 4 მლნ ევროა გათვალისწინებული. ამასთან, თუკი ანჩელოტი "მილანის" გაწვრთნას დათანხმდება, საზაფხულო ტრანსფერებისთვის 120 მლნ ევროს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული