იტალია. სერია A. ბოლო ტურის წინ : ბოლო აკორდი უდიდესი ინტრიგით

AutoSharing Option
ერთი ტურიც და სერია A-ს 2014/2015 წლების გათამაშება ისტორიის საკუთრება გახდება. ვიცით ჩემპიონი, ვიცით მეორეადგილოსანი, რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე იასპარეზებს; ვიცით ის სამი გუნდი, რომლებიც სერია B-ში გავარდნენ და რა დარჩა გასარკვევი? - მთავარი ინტრიგა ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურს უკავშირდება, თუმცა ჯერ არც ევროპალიგის სამეული დაკომპლექტებულა...

მთავარი ინტრიგა
უმთავრესი მატჩი "სტადიო სან პაოლოზე" გაიმართება, სადაც "ნაპოლი" "ლაციოს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, მესამე ადგილზე აინაცვლებს. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რაფაელ ბენიტესის გუნდი გავა და არა "ბიანკოჩელესტე".

დერბიში მარცხით,
სტეფანო პიოლის შეგირდებმა ძალიან გაირთულეს საქმე, რადგან გადაჭედილ "სან პაოლოზე" მოგებაზე დაგეშილ ნეაპოლელებთან გამკლავება იოლი ნამდვილად არ იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი "ნაპოლის" გამარჯვებით დასრულდა და შესაბამისად, ურთიერთშეხვედრებში ბენიტესის გუნდი სჯობს მეტოქეს, სამხრეთელებს ნებიმიერი ანგარიშით გამარჯვება აძლევთ ხელს.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, რაფა ნაცად 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში გამწესებულ გონსალო იგუაინს, უკნიდან ხოსე კალეხონს, მარეკ ჰამშიკს და დრის მერტენსს დაახმარს. ანალოგიურ სქემას აირჩევს სტეფანო პიოლი, წინ მიროსლავ კლოზეს გაუშვებს, სიღრმიდან კი სავარაუდოდ ანტონიო კანდრევა, სტეფანო მაური და ფელიპე ანდერსონი შეუტევენ. ორივე გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით გაირჯება და ამ მხრივ, მწვრთნელებს საწუწუნო ბევრი არაფერი აქვთ.

"ლაციოს" თავკაცის თქმით, ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში დამღუპველი იქნება და მისი გუნდი შემტევ სტრატეგიას აირჩევს - "ნაპოლის" მხოლოდ მოგება აძლევს ხელს და წესით, მართლაც განსაკუთრებულად დაძაბული და საინტერესო მატჩი უნდა ვიხილოთ. სასწორზე ბევრი რამ დევს, ძალიან ბევრი...

სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - დავიდ ლოპესი, ინლერი - კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი - იგუაინი
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, ჯენტილეტი, ლულიჩი - პაროლო, კატალდი - კანდრევა, მაური, ანდერსონი - კლოზე

ევროპალიგა
რომ არა "ჯენოას" ფინანსური დარღვევები, რის გამოც ევროასპარეზზე მონაწილეობის ლიცენზია ვერ მიიღო, ზუსტად გვეცოდინებოდა ის 6 გუნდი, რომლებიც მომდევნო სეზონში საერთაშორისო სარბიელზე იტალიის სახელით გამოვლენ.

"ჯენოა" მეექვსე ადგილზეა, ეს ადგილი ბოლო ევროსაგზურს იძლევა, უახლოესი კონკურენტი "სამპდორია" კი მთელი 4 ქულითაა უკან. მოკლედ, მოედანზე ევროპალიგის მესამე საგზური ჯამპიერო გასპერინიმ მოიპოვა, მაგრამ პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "ჯენოა" ევროსარბიელზე ვერ იასპარეზებს. მართალია, გენუელებმა უეფაში საჩივარი შეიტანეს, მაგრამ საქმის მოგების მიზერული შანსი აქვთ. შესაბამისად, ევროპალიგაზე სერია A-ს მეშვიდე გუნდი გავა, ეს ადგილი კი ბოლო ტურის წინ, "სამპდორიას" უკავია და დიდი ალბათობით, არც ბოლო ტურში დათმობს.

"სამპდორია" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ "პარმას" ეთამაშება და ქულა ყოფნის იმისთვის, რომ მეშვიდე ადგილზე დარჩეს, რადგან ამ დროისთვის, "ინტერს" სამი ქულით უსწრებს. "ნერაძურის" ერეთადერთი შანსი აქვს - მილანელებმა "ემპოლის" უნდა სძლიონ და "სამპამ" საკუთარ კედლებში "პარმასთან" წააგოს.

ასეთ შემთხვევაში, "ინტერს" და "სამპდორიას" თანაბარი ქულები ექნებათ, ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა და გამარჯვებულს ბურთების შეფარდება გამოავლენს, აქ კი მილანელებს საგრძნობი პირატესობა აქვთ.

თუმცა, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ "სამპას" ღმერთი გაუწყრა და აუტსაიდერთან ხელმოცარული დარჩა. მოკლედ, ევროპალიგის საგზურებისთვის ბრძოლაში მიზერული ინტრიგა შემორჩა და რეალურად, მიზნის მიღწევის ყველაზე კარგი შანსი სწორედ "სამპდორიას" აქვს. ბედის ირონიაა, რომ "ჯენოამ" თავისი უხეირობით ყველაზე პრინციპული მეტოქე, "სამპდორია" უნდა ახეიროს. ვნახოთ, როგორ დასრულდება ევროსაგზურებისთვის ბრძოლა, დანარჩენზე კი ტურის მიმოხილვაში ვისაუბროთ...

30 მაისი
ვერონა-იუვენტუსი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იონიცა, გომესი - კასერესი, რომულო
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +1=2-11, (11-28)

ატალანტა-მილანი 22:45
დისკვალიფიკაცია: ძაკარდო (მილანი)
ტრავმა: რაიმონდი, ესტიგარიბია - აგაცი, ესიენი, სუსო, მონტოლივო, ანტონელი, დე შილიო, აბატე, ალექსი
ბოლო 6 შეხვედრა
1-4-1 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +6=7-18, (24-52)

31 მაისი
კალიარი-უდინეზე 20:00
დისკვალიფიკაცია: გილიერმე (უდინეზე)
ტრავმა: კოლომბი, პიზანო, კონტი, კოსუ - ალბერგი
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +6=7-18, (33-55)

ტორინო-ჩეზენა 22:45
დისკვალიფიკაცია: მოლინარო - კაშონე
ტრავმა: ბოვო, კვალიარელა, ფარნერუდი, კასტელაცი, მაქსი ლოპესი - მარილუნგო, პულცეტი, ჯორჯი, ვალძანია, კარბონერო, გაცოლა
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 0-1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +5=4-2, (12-9)

ფიორენტინა-კიევო 22:45
დისკვალიფიკაცია: ნეტო, კურტიჩი - ცეზარი
ტრავმა: როსი, ბაბაქარი, ვარგასი, რიჩარდსი - მატიელო, ჰეტემაი, გამბერინი
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 1-4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +16=2-5, (35-21)

ინტერი-ემპოლი 22:45
დისკვალიფიკაცია: დამბროზიო - მაკარონე
ტრავმა: ჯონათანი, დოდო, გუარინი, კამპანიარო (ინტერი)
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +13=2-2, (39-13)

სასუოლო-ჯენოა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დონისი, პოლიტო, გაცოლა, ტერანოვა, ანტეი, პეგოლო, ვრსალკო - პეროტი, არიაუდო, მარკეზე, ნიანგი, ბორიელო
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=1-1, (7-7)

რომა-პალერმო 22:45
დისკვალიფიკაცია: ტოროსიდისი (რომა)
ტრავმა: სტროტმანი, მაიკონი, ჟერვინიო, კასტანი - ბოლცონი, მაკიენოკი, მორგანელა
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +10=4-7, (36-29)

სამპდორია-პარმა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ედერი, დე ვიტისი - კოსტა, სანტაკროჩე
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +10=8-13, (39-38)

ნაპოლი-ლაციო 22:45
დისკვალიფიკაცია: ბრიტოსი (ნაპოლი)
ტრავმა: მიჩუ, მესტო, ცუნიგა, დე გუზმანი - ცანა, ედერსონი, ბილია, რადუ, პერეირინია
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +11=8-13, (40-48)

ბომბარდირები: 21 - ლუკა ტონი (ვერონა); 20 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 15 - მანოლო გაბიადინი (ნაპოლი); 14 - დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული