სერია A. ბოლო ტური: "იუვენტუსმა" საჩემპიონო სეზონი ფრით დაასრულა

AutoSharing Option
30 მაისს იტალიის ჩემპიონატის ბოლო, 38-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ჩემპიონმა ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონატი სტუმრად "ვერონასთან" 2:2 ფრით დაასრულა. 42-ე წუთზე სტუმრები რობერტო პერეირამ მარჯვენა მაღალ კუთხეში დარტყმით დააწინაურა. 48-ე წუთზე ანგარიში ვეტერანმა ლუკა ტონიმ გაათანაბრა.

57-ე წუთზე სიმონე პადოინის ჩაწოდების შემდეგ "იუვენტუსი" წინ ფერნანდო ლორენტემ გაიყვანა.

88-ე წუთზე "იუვენტუსს" თამაშის მოგების შესანიშნავი შანსი მიეცა - რაფაელ მარკესი დაჯარიმდა და "ვერონას" კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ კარლოს ტევესის დარტყმული რაფაელმა კუთხურზე მოიგერია.

92-ე წუთზე სიმონე პეპეს მეტისმეტი უხეშობისთვის მსაჯმა წითელი ბარათი
მისცა და "ვერონამ" რიცხობრივი უპირატესობა უმალ გამოიყენა. რაფაელ მარკესის საჯარიმოს თავი ხუან გომესმა დაუხვედრა - 2:2.

"იუვენტუსმა" პირველობა 87 ქულით დაასრულა. ლუკა ტონი 22 გოლით ბომბარდირია, კარლოს ტევესი (20 გოლი) მას უკვე ვერ დაეწევა, თუმცა 20 გოლი აქვს მილანის "ინტერის" ფორვარდ მაურო იკარდისაც, რომელიც კვირას თამაშობს. 

დღის მეორე მატჩში "მილანმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ატალანტას". ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ჯაკომო ბონავენტურამ, რომელიც წარსულში "ატალანტას" ფეხბურთელი იყო.

ვერონა-იუვენტუსი 2:2
გოლები: 0:1 პერეირა (42), 1:1 ტონი (48), 1:2 ლორენტე (57), 2:2 ხ. გომესი (93)
შენიშვნა: ტევესმა (იუვენტუსი) 88-ე წუთზე ვერ გაიტანა პენალტი
გაძევება: პეპე (92)

ატალანტა-მილანი 1:3
გოლები: 1:0 ბაზელი (21), 1:1 პაცინი (36-პენ), 1:2 ბონავენტურა (38), 1:3 ბონავენტურა (80)

1. იუვენტუსი - 87 ქულა; 2. რომა - 70; 3. ლაციო - 66; 4. ნაპოლი - 63; 5. ფიორენტინა - 61.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული