სერია A. ბოლო ტური: რეპეტიცია ფინალის წინ [VIDEO]

AutoSharing Option
* ეუსებიო დი ფრანჩესკომ "სასუოლოსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2017 წლამდეა გათვლილი.

* ლუკა ტონი კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი ითამაშებს "ვერონას" შემადგენლობაში.

* "მილანმა" სერია A-ს უკვე დასრულებულ ჩემპიონატში 50 გოლი გაუშვა, რაც 1948/49 წლების სეზონში დაფიქსირებული ანტირეკორდის გამეორებაა.


სერია A-ს 2014/15 წლების გათამაშების ბოლო ტურზე უფრო ვრცლად მომდევნო ნომერში ვისაუბროთ, მთლიანად ჩემპიონატის გაანალიზება მომავლის საქმეა, დღეს კი შაბათის ორ მატჩზე გავამახვილოთ ყურადღება.

შეუჩერებელი ტონი
"იუვენტუსი" "ვერონას" ესტუმრა და ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით იასპარეზა. როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრიმ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელებს ტონუსი
არ უნდა დაეკარგათ და ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალება არ მისცა.

მოედანზე იყო ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი, პატრის ევრა, ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო, პოლ პოგბა და კარლოს ტევესი, წამყვანი ფეხბურთელებიდან კი მატჩი მხოლოდ ჯორჯო კიელინიმ, არტურო ვიდალმა და ალვარო მორატამ გამოტოვეს.

სატურნირო მოტივაცია არც ერთ გუნდს არ ამოძრავებდა და ამიტომ მატჩი გახსნილი და მეტად თვალსასეირო გამოვიდა. ტურინელთაგან გოლები რობერტო პერეირამ და ფერნანდო ლორენტემ გაიტანეს, ვერონელთა რიგებში კი ლუკა ტონი და გომეს ტალები გამოირჩნენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ 88-ე წუთზე კარლოს ტევესმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მასპინძლებმა ანგარიშის გაქვითვა.

ცალკე სალაპარაკო თემაა 38 წლის ლუკა ტონის თამაში, მისი 22 გოლი სერია A-ს უკვე გასრულებულ გათამაშებაში და ეს მართლაც გასაოცარი მიღწევა. მთელი სეზონის განმავლობაში ბომბარდირთა დავაში არგენტინელი ფორვარდები ლიდერობდნენ, თუმცა ბოლოს სწორედ ტონიმ აკრიფა ტემპი და ყველა ჩამოიტოვა. სულ ბოლო ინფორმაციით, ტონი კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს "ვერონას" შემადგენლობაში...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პიპო "მილანს" მოგებით ემშვიდობება
"მილანი" "ატალანტას" ესტუმრა და სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა. სტუმართა სამ გოლს მასპინძლებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს და მთელი 90 წუთის განმავლობაში, მილანელთა უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა.

აღსანიშნავია, რომ "ატალანტა" ამ გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ჯაკომო ბონავენტურამ დაცხრილა, რომელმაც დუბლი მიითვალა აქტივში და მთლიანობაში, შესანიშნავად წარმოჩინდა. ბონავენტურამ გატანილი გოლები არ აღნიშნა, მატჩების შემდეგ კი ბერგამოელი გულშემატკივრებისგან მქუხარე ტაში და დიდი სითბო დაიმსახურა.

ამის გამო ჯაკომო აღელვებული იყო, ცრემლებიც კი ვერ შეიკავა და "ატალანტას" ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

მთავარი პირი კი მაინც ფილიპო ინძაგი იყო, რომელმაც, დიდი ალბათობით, უკანასკნელად დამოძღვრა "მილანი" და უახლოეს დღეებში კლუბის მესვეურები მასთან კონტრაქტს გაწყვეტენ. მატჩის შემდეგ პიპომ კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ მიეცემა შეცდომების გამოსწორების საშუალება და მომდევნო სეზონშიც "როსონერის" თავკაცი იქნება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამის შანსი მიზერულია...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბერლუსკონი: მეტი შეგვეძლო
"მილანის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კიდევ ერთხელ შეხვდა ჟურნალისტებს და განაცხადა, რომ მართალია, მისი გუნდი საჭიროებს გაძლიერებას და დიდი ფეხბურთელების დამატებას, მაგრამ არც ამ რესურსით უნდა იყოს სატურნირო ცხრილში ასე დაბლა:

"კარგად ვიცი, რომ მწვერვალზე დასაბრუნებლად დიდი ფეხბურთელების გადაბირებაა საჭირო და ამას ვაპირებთ კიდეც, რისთვისაც აუცილებლად გამოიყოფა სახსრები, მაგრამ იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ რესურსით გაცილებით უკეთ შეგვეძლო თამაში.

ჩვენი არაერთი ფეხბურთელი იტალიის ეროვნული ნაკრების წევრია და მათ მეტი მოეთხოვებათ. ჩვენ დავიმატებთ ვარსკვლავებს, მაგრამ ვინც დარჩება გუნდში, მათ ბოლომდე უნდა გამოავლინონ შესაძლებლობები".

სერია A. ბოლო ტური
30 მაისი
ვერონა-იუვენტუსი 2:2
გოლები: 0:1 პერეირა (42), 1:1 ტონი (48), 1:2 ლორენტე (57), 2:2 ტალები (90)
ვერონა (4-3-3): რაფაელი - სალა, მარკესი, მორასი, აგოსტინი - გრეკო (59. ობადი), პანაიოტისი (85. სავიოლა), ალფრედსონი - იანკოვიჩი (74. ვალოტი), ტალები, ტონი
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - პადოინი, ბონუჩი, ოგბონა, ევრა (59. ლიხტშტაინერი) - პირლო, მარკიზიო (46. სტურარო), პოგბა - პერეირა (78. პეპე) - ტევესი, ლორენტე
გაფრთხილება: პანაიოტისი, ტალები, მარკესი - ტევესი
გაძევება: პეპე (90. იუვენტუსი)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11-10 (5:4); ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 25 000

ატალანტა-მილანი 1:3
გოლები: 1:0 ბაზელი (21), 1:1 პაცინი (36-პენ.), 1:2 ბონავენტურა (38), 1:3 ბონავენტურა (80)
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - ძაპაკოსტა (79. დალესანდრო), ბენალუანი, მაზიელო, დელ გროსო (27. კერუბინი) - ჩიგარინი, გრასი, ბაზელი (66. სკალონი) - მორალესი, გომესი, დენისი
მილანი (4-3-3): აბიატი - დე შილიო (83. კალაბრია), მექსე, პალეტა, ბოკეტი - ვან გინკელი, დე იონგი, ბონავენტურა (90. დი მოლფეტა) - ელ შაარავი (68. პოლი), ჰონდა, პაცინი
გაფრთხილება: მაზიელო, ჩიგარინი, დალესანდრო (ატალანტა)
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 18-20; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 7-8 (3-4); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 22 000

31 მაისი
კალიარი-უდინეზე 4:3
გოლები: 1:0 საუ (13), 2:0 ჟოაო პედრო (19), 2:1 აგუირე (44), 3:1 მპოკუ (79), 3:2 ფერნანდეში (81), 4:2 ფერნანდეში (85-საკ. კარში), 4:3 ტერო (87)
კალიარი (4-3-1-2): ბრკიჩი - ბალცანო, როსეტინი (46. გონსალესი), დიაკიტე, მურუ - ჟოაო პედრო (70. აველარი), კრიზეტიგი, ბარელა - მპოკუ - საუ, ლონგო (58. კოპი)
უდინეზე (4-4-2): სკუფეტი - ერტო (76. გეიხო), დანილო, პირისი, პასკუალე - ვიდმერი (5. აგუირე), ბადუ, ფერნანდეში, ვაგუე - ტერო, პერიცა (46. პონტისო)
გაფრთხილება: აველარი - დანილო, ვაგუე, ფერნანდეში, აგუირე
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-8 (7-5); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 8 000

ფიორენტინა-კიევო 3:0
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (12), 2:0 ბერნარდესკი (76), 3:0 ბადელი (90)
ფიორენტინა (4-3-3): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, სავიჩი, გონსალო, ვარგასი - ფერნანდესი (61. ბასანტა), ბადელი, ბორხა ვალერო - ილიჩიჩი (70. პისარო), სალაჰი (27. ბერნარდესკი), ჯილარდინო
კიევო (4-4-2): ბიძარი - სკელოტო, სარდო, დაინელი (70. ზუკანოვიჩი), ფრეი - ბოტა (80. მეჯორინი), ისკო, კოფიე, ბირაგი (67. ბირსა) - პალოსკი, პელისიერი
გაფრთხილება: ბადელი, ბერნარდესკი - დაინელი
გაძევება: კოფიე (69. კიევო)
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 19-9(13-2); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 25 000

ინტერი-ემპოლი 4:3
გოლები: 1:0 პალასიო (49), 2:0 იკარდი (53), 2:1 მჭედლიძე (59), 2:2 პუჩარელი (62), 3:2 ბროზოვიჩი (70), 4:2 იკარდი (77), 4:3 მჭედლიძე (88)
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, რანოკია, ფელიპე (21. სანტონი), ჟუანი - კოვაჩიჩი (83. პოდოლსკი), მედელი, ბროზოვიჩი - ერნანესი - პალასიო (90. დიმარკო), იკარდი
ემპოლი (4-3-1-2): ბასი - ლაურინი (54. მარიო რუი), რუგანი, ბარბა (69. ტონელი), უსაი - ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე - საპონარა (43. ვერდი) - მჭედლიძე, პუჩარელი
გაფრთხილება: ერნანესი - ბარბა, ვალდიფიორი
კუთხური: 6-0; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 28-7(9-5); ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 50 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რომა-პალერმო 1:2
გოლები: 0:1 ვასკესი (35-პენ.), 1:1 ტოტი (85), 1:2 ბელოტი (90)
რომა (4-3-3): სკორუპსკი - ფლორენცი, სპოლი, ასტორი, ბალცარეტი - პარედესი (36. ნაინგოლანი), დე როსი, უჩანი - ლიაიჩი (51. პიანიჩი), დუმბია (69. იტურბე), ტოტი
პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - ვიტიელო, გონსალესი, ტერცი - კუაიზონი, მარესკა, ლაზაარი (59. ემერსონი), მატო (79. რისპოლი), ჩოჩევი (64. დელა როკა) - ვასკესი - ბელოტი
გაფრთხილება: ასტორი, იტურბე - ტერცი, მატო, ბელოტი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 6-10 (2-3); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 45 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამპდორია-პარმა 2:2
გოლები: 1:0 რომანიოლი (53), 1:1 პალადინო (74), 2:1 დე სილვესტრი (79), 2:2 ვარელა (88)
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, რეჯინი - ასკუა (46. კორეა), ობიანგი, დუნკანი (87. პალომბო) - სორიანო - მურიელი (76. ბერგესიო), ეტოო
პარმა (4-5-1): მირანტე (72. იაკობუჩი) - კასანი, ლუკარელი, ფედალი, გობი - ვარელა, მაური (82. მარიგა), ნოჩერინო, ხორკერა, ლილა (57. გეზალი) - პალადინო
გაფრთხილება: ხორკერა (პარმა)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-9 (7-3); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 25 000

სასუოლო-ჯენოა 3:1
გოლები: 1:0 ბერარდი (3), 2:0 ძაძა (18), 3:0 ძაძა (32), 3:1 პავოლეტი (41)
სასუოლო (4-3-3): პომინი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო - მანიანელი, ბიონდინი, მისიროლი - სანსონე (90. ბიანკო), ბერარდი (81. ფლორო ფლორესი), ძაძა (80. ფლოკარი)
ჯენოა (3-4-3): ლამანა - რონკალია, დე მაიო, იძო - ედენილსონი, რინკონი, ბერტოლაჩი (70. ლაქსალტი), კუცკა - ლესტინი (81. პერიკო), იაგო (74. ტამბე), პავოლეტი
გაფრთხილება: მანიანელი, სანსონე, ფლოკარი - რონკალია, რინკონი, ბერტოლაჩი, პავოლეტი
გაძევება: იძო (72. ჯენოა)
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 12-22; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-15 (6-7); ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 15 000

ტორინო-ჩეზენა 5:0
გოლები: 1:0 მარტინესი (10), 2:0 მაქსი ლოპესი (16), 3:0 ბენასი (31), 4:0 მორეტი (49), 5:0 მაქსი ლოპესი (70)
ტორინო (3-5-2): იჩაზო - მაკსიმოვიჩი, გლიკი (81. იანსონი), მორეტი - დარმიანი (79. სილვა), ვივესი, გაცი, ბენასი, პერესი - მარტინესი, მაქსი ლოპესი (75. როსო)
ჩეზენა (4-2-3-1): ბრესანი - ნიცა (87. ზე ედუარდო), ვოლტა, კრაინჩი, მაგნუსონი - დე ფეუდისი, მუდინგაი (75. მონჩინი) -Eდეფრელი, ბრიენცა, ტაბანელი - ჯურიჩი (85. დალ მონტე)
გაფრთხილება: ვოლტა, დეფრელი (ჩეზენა)
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 6-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 18-6(9-1); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 20 000

ნაპოლი-ლაციო 2:4
გოლები: 0:1 პაროლო (33), 0:2 კანდრევა (45), 1:2 იგუაინი (55), 2:2 იგუაინი (64), 2:3 ონაზი (85), 2:4 კლოზე (90)
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ინლერი (53. გაბიადინი), დავიდ ლოპესი - მერტენსი (77. ინსინიე), ჰამშიკი, კალეხონი (89. საპატა) - იგუაინი
ლაციო (3-4-3): მარკეტი - მაურიციო, დე ვრი, ჯენტილეტი - ბასტა, პაროლო, კატალდი (84. ონაზი), ლულიჩი - კანდრევა, ანდერსონი (65. ლედესმა), ჯორჯევიჩი (78. კლოზე)
გაფრთხილება: მაურისიო, კანდრევა, ლულიჩი, ჯორჯევიჩი (ლაციო)
გაძევება: გულამი (70) - პაროლო (62)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 11-6 (7-4); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 50 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 22 - ლუკა ტონი (ვერონა), მაურო იკარდი (ინტერი); 20 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 18 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი); 15 - მანოლო გაბიადინი (ნაპოლი), დომენიკო ბერარდი (სასუოლო); 14 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული