ანტონიო კონტემ იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, იტალიის ნაკრები ხორვატებს ესტუმრება და უმნიშვნელოვანეს პაექრობას გამართავს, ოთხი დღის შემდეგ კი ამხანაგურად პორტუგალიას უმასპინძლებს.

"სკუადრა აძურას" თავკაცმა ანტონიო კონტემ 2-5 ივნისს შეკრება დაგეგმა, სადაც იმ ფეხბურთელებს დააკვირდება, რომელთა ბაზაზეც შემდეგ სანაკრებო სიას შეადგენს.

ბუნებრივია, სიაში ვერ მოხვდნენ "იუვენტუსის" ფეხბურთელები, რადგან ტურინულ გრანდს წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის და ისინი ნაკრებს ბერლინური მატჩის შემდეგ შეუერთდებიან. დროა, შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას გავეცნოთ...

იტალიის ნაკრები
მეკარეები: სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), მარკეტი (ლაციო), პადელი (ტორინო)

მცველები: რანოკია
(ინტერი), ასტორი (რომა), აჩერბი (სასუოლო), მორეტი (ტორინო), როსეტინი (კალიარი), დარმიანი (ტორინო), დე შილიო (მილანი), დე სილვესტრი (სამპდორია), პასკუალი (ფიორენტინა), კრიშიტო (ზენიტი, რუსეთი)

ნახევარმცველები: დე როსი (რომა), ვალდიფიორი (ემპოლი), ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ფლორენცი (რომა), პაროლო (ლაციო), ბერტოლაჩი (ჯენოა), ჯაკერინი (სანდერლენდი, ინგლისი), სორიანო (სამპდორია), პოლი (მილანი), ბონავენტურა (მილანი), კანდრევა (ლაციო), კალიჯური (ვოლფსბურგი, გერმანია), ვასკესი (პალერმო)

თავდამსხმელები: გაბიადინი (ნაპოლი), პელე (საუთჰემპტონი), იმობილე (დორტმუნდი, გერმანია), ძაძა (სასუოლო), ელ შაარავი (მილანი), სანსონე (სასუოლო), ინსინიე (ნაპოლი), პალოსკი (კიევო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული