სინიშა მიხაილოვიჩი: "სამპდორიიდან" მივდივარ

AutoSharing Option
სინიშა მიხაილოვიჩმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ტოვებს "სამპდორიის" მთავარი მწვრთნელის პოსტს. 46 წლის სპეციალისტმა გენუური გუნდი 2013 წელს ჩაიბარა, წარმატებით იმუშავა და როგორც თავად აცხადებს, კიდევ უფრო მაღალ მიზნებთან სურს შეჭიდება:

"როდესაც "სამპდორია" ჩავიბარე, გუნდი ბოლოდან მეორე ადგილზე იყო და გადარჩენისთვის იბრძოდა, მიმდინარე სეზონი კი მეშვიდე ადგილზე დავასრულეთ და შესაძლოა, ევროპალიგაზე ვიასპარეზოთ.

ვფიქრობ, რომ ჩემი მუშაობა გენუაში წარმატებული იყო და ჩვენ ერთად დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ. ხვალ "სამპდორიის" ოფიციალური ვებგვერდი გაავრცელებს ცნობას ჩემი პოსტიდან წასვლის შესახებ და ეს
მართლაც ასეა - ვტოვებ გენუას, რათა ახალი გამოწვევა მივიღო და კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლო.

შემცვლის თუ არა ვალტერ ძენგა? - ჩემი მეგობარია, ძალიან კარგი სპეციალისტი და მხოლოდ გამიხარდება, თუ ის ჩაიბარებას "სამპდორიას", თუმცა ეს კლუბის მესვეურთა გადასაწყვეტია და უმჯობესია, კითხვებით მათ მიმართოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული