ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ მათ "იუვენტუსის" ფეხბურთელებიც დაემატებიან, ხორვატიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გასამართი მატჩის წინ კი კონტე შემადგენლობას გაცხრილავს და 25 ფეხბურთელს დაიტოვებს. აქვე ვთქვათ, რომ 12 ივნისს იტალიის ნაკრები ხორვატებს ესტუმრება, ოთხი დღის შემდეგ კი ამხანაგურად პორტუგალიას უმასპინძლებს.
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრავმის გამო სანაკრებო შეკრება ორმა ფეხბურთელმა დატოვა: დომენიკო კრიშიტომ და ანდრეა პოლიმ. 28 წლის კრიშიტო დიდხანს
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ანტონიო კონტე დაშავებულთა ჩანაცვლებას არ აპირებს და შეკრება შემცირებული შემადგენლობით გაგრძელდება.
რაც შეეხება "იუვენტუსს", დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ სანაკრებო შეკრებას შემდეგი ფეხბურთელები დაემატებიან: ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, კლაუდიო მარკიზიო, ანდრეა პირლო, სტეფანო სტურარო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"