შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 2014-15 წლების გათამაშებაში იკარდიმ 22 გოლი გაიტანა და ლუკა ტონისთან ერთად, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მაურომ არ დამალა, რომ "ინტერიდან" წასვლაზე სერიოზულად არასდროს უფიქრია და "ნერაძურიში" თავს ბედნიერად გრძნობს. იქვე დასძინა, რომ მილანურ გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და
ამასთან, არგენტინელს ძალიან ხიბლავს კლუბის მესვეურთა ახალი პროექტი და რობერტო მანჩინის ამბიციური გეგმები. იკარდი დაარწმუნეს, რომ ახალ "ინტერში" ის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება და გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაძლიერდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"