რატომ წავიდა "ფიორენტინადან" ვინჩენცო მონტელა

AutoSharing Option
მოლოდინი გამართლდა და ფლორენციის "ფიორენტინას" მესვეურებმა ვინჩენცო მონტელა დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

ორიოდე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 წლის სპეციალისტი ფლორენციული კლუბის პრეზიდენტ ანდრეა დელა ვალეს შეხვდა და ტრანსფერებზე ჩამოუგდო სიტყვა, რასაც აზრთა სხვადასხვაობა და შემდეგ კამათი მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. "ფიორენტინას" ოფიციალურ საიტზე შემდეგი განცხადება განთავსდა:

"ბოლომდე ვეცადეთ, რომ ვინჩენცო მონტელასთან საერთო ენა გამოგვენახა და ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაგვეფორმებინა, მაგრამ სამწუხაროდ, მწვრთნელის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი ვერ დავინახეთ. სინანულით აღვნიშნავთ, რომ მწვრთნელის მიმართ ნდობის მანდატი ამოწურულია და კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე,
იძულებულნი ვართ, რომ გავათავისუფლოთ დაკავებული პოსტიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რომლებიც უახლოეს მომავალში მოგვარდება.

ვიმედოვნებდით, რომ მწვრთნელი კლუბის და გულშემატკივრების მიმართ მეტ პატივისცემას გამოიჩენდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რაც შეეხება ახალი მწვრთნელის ვინაობას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი".

იტალიელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, ვინჩენცო მონტელამ კლუბის პრეზიდენტს ტრანსფერებში სოლიდური თანხის დახარჯვა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო და კონფლიქტიც ამის ნიადაგზე წარმოიშვა.

ამასთან, მონტელას მიაჩნია, რომ სერია A-ში მე-4 ადგილი გუნდისთვის ძალიან კარგი მიღწევაა, რასაც ანდრეა დელა ვალე არ დაეთანხმა და ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო კონფლიქტის გამწვავებისთვის. მონტელამ დატოვა "ფიორენტინა", დანარჩენს კი დრო გამოაჩენს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული