პაულო სოუზას დიდი მიზნები "ფიორენტინაში"

AutoSharing Option
"ფიორენტინას" ახალი მწვრთნელი პაულო სოუზა იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდა და ახალ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი შეხედულებები გაუზიარა.

სანამ სიტყვას პორტუგალიელ სპეციალისტს გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ ფლორენციაში მის დანიშვნას ბევრი უარყოფითად შეხვდა - თავის დროზე, სოუზა "იუვენტუსში" თამაშობდა, ამ გუნდის ფეხბურთელთა მიმართ კი ტოსკანაში, ტრადიციულად, მტრულად არიან განწყობილნი. ამიტომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სოუზას "ვიოლაში" დანიშვნაზე დაირხა ხმები, გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა ეს ვარიანტი მკაცრად დაგმო და კლუბის მესვეურებს სხვა მწვრთნელის ძებნისკენ მოუწოდა.

ასეა თუ ისე, პაულო სოუზა დღეს "ფიორენტინას" მწვრთნელია და შემდეგ კომენტარს
აკეთებს:

"ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ არაერთ წარმატებას მივაღწიე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ "ფიორენტინასთან" ერთად, ტიტულები მოვიგო და გულშემატკივრებს თავი შევაყვარო. ვიცი, რომ ჩემ დანიშვნას ბევრი უარყოფითად შეხვდა, მაგრამ მე მათ აზრს შევაცვლევინებ. ჩვენ გვყავს ამბიციური გუნდი შესანიშნავი ფეხბურთელებით, რომელიც აუცილებლად იბრძოლებს უმაღლესი მიზნებისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული