ანდრეა ბერტოლაჩის ახდენილი ოცნება - ბავშვობიდან "მილანის" ქომაგი "მილანში" ითამაშებს

AutoSharing Option
ანდრეა ბერტოლაჩი მილანში ჩავიდა, "როსონერისთან" კონტრაქტი გააფორმა და შემდეგ "მილანელო" მოინახულა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ნახევარმცველი ბოლოს "ჯენოაში" ასპარეზობდა, თუმცა მისი სატრანსფერო უფლებების ნახევარს "რომა" ფლობდა, რომელმაც ჯერ გამოისყიდა ფეხბურთელი და შემდეგ ლომბარდიელებს 20 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

თავად ანდრეა არ მალავს, რომ "მილანი" მისი არჩევანი იყო:

"ბედნიერი ვარ, რომ "მილანში" მოვხვდი და ამიერიდან იმ გუნდში ვიასპარეზებ, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობდი.

"როსონერიში" თამაში ჩემი სურვილი იყო, რომელსაც "რომას" მესვეურებმა ანგარიში გაუწიეს და ამის გამო მათ მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

20 მილიონი
დიდი თანხაა, მაგრამ ამის გამო წნეხს ნამდვილად არ ვგრძნობ - ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი და როდის მოვირგებ შავ-წითელ მაისურს.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში მოვხვდი და ისღა დამრჩენია, რომ შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული