წარდგენა არც ერთს სჭირდება და არც მეორეს - ორივე მეტად რთული ხასიათებითაა ცნობილი და ამ ეტაპზე, კარიერაში ღრმა კრიზისი აქვთ. ბალოტელი "ლივერპულშია", მაგრამ გასულ სეზონში ხეირიანი არაფერი უქნია, კასანო კი იანვრიდან მოყოლებული უგუნდოდაა.
ისიც გავიხსენოთ, რომ ჩეზარე პრანდელის "აძურაში" კასანო-ბალოტელი შესანიშნავ შემტევ ტანდემს ქმნიდა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. "გაძეტა დელო სპორტი" წერდა, რომ
"კასანო და ბალოტელი უნიჭიერესი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათი "სამპდორიაში" შესაძლო გადმოსვლა სიმართლეს არ შეესაბამება. ეს საკითხი არც განხილულა და არც უახლოეს მომავალში განიხილება. სამაგიეროდ, აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ "მილანთან" ჯამპაოლო პაცინის ტრანსფერთან დაკავშირებთ და ასევე, გვსურს მატია კასანის დამატება.
მოგეხსენებათ, ლორენცო დე სილვესტრიმ მძიმე ტრავმა მიიღო და კასანი მისი ალტერნატივაა. გარდა ამისა, გადავიბირეთ ედგარ ბარეტო, ნიკლას მოისანდერი, ფედერიკო ბონაცოლი და კიდევ რამდენიმე მიმართულებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ვფიქრობ, "სამპდორია" კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში იყო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"