"მილანის" არჩევანი: იბრაჰიმოვიჩი თუ ლორენტე?

AutoSharing Option
"მილანში" დიდი სატრანსფერო ციებ-ცხელებაა, მაგრამ, როგორც კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი აცხადებს, არაფერი შეიცვლება მეკარეებთან დაკავშირებით. გასულ სეზონში, გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა დიეგო ლოპესი იყო, რომელიც მომდევნო სეზონშიც პირველი მეკარე იქნება.

37 წლის კრისტიან აბიატიმ "როსონერისთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივა და კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი ლომბარდიულ გრანდში იქნება. გალიანის თქმით, "მილანის" ახალი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ორივე მეკარეს სრულ ნდობას უცხადებს.

"მილანთან" დაკავშირებით, ერთი მეტად საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, "როსონერიში" შესაძლოა, ფერნანდო ლორენტე ვიხილოთ. "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი 30 წლის ესპანელს
აღარ ენდობა და მისი გაშვების წინააღმდეგი არაა, "მილანში" გადაბარგება კი თავად ფეხბურთელსაც სურს. ამის შესახებ ლორენტეს აგენტმა განაცხადა და არ დამალა, რომ წინადადების შემთხვევაში, მისი კლიენტი სიამოვნებით მოირგებს შავ-წითელ მაისურას.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ლორენტეს ტრანსფერი ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - თუ 34 წლის შვედი ფორვარდი "მილანში" მოისურვებს კარიერის გაგრძელებას, მაშინ სინიშა მიხაილოვიჩის გუნდში ლორენტეს ადგილი აღარ დარჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მილანელები ესპანელის დამატებაზე უარს არ იტყვიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული