ლუჩანო მოჯი: "იუვენტუსის" სატრანსფერო პოლიტიკა მაეჭვებს

AutoSharing Option
როგორც "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, ტურინულმა გრანდმა ოფიციალური წინადადება მიიღო, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი კლუბი პოლ პოგბას სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდიდა.

მაროტამ დასძინა, რომ "იუვე" 22 წლის ფრანგი ნახევარმცველის გასხვისებას არ აპირებს და შესაბამისად, შეთავაზებას უარით უპასუხეს. 80 მილიონ ევროზე უარის თქმა მეტად რთული საქმეა, მით უმეტეს, როდესაც ასეთ კოლოსალურ თანხას არც ლეო მესის და არც კრიშტიანო რონალდოს სანაცვლოდ გთავაზობენ. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, ტურინელთათვის პოგბას შენარჩუნება სტრატეგიული მიზანია. ამ თემაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს "იუვენტუსის" ყოფილი გენერალური დირექტორი
ლუჩანო მოჯი:

"ტურინელებს ძალიან უნდოდათ პოგბას 80 მილიონ ევროდ გაყიდვა, მაგრამ ამ ეტაპზე, ამას, უბრალოდ, ვერ გააკეთებდნენ. ამაში დამნაშავე კარლოს ტევესი და ანდრეა პირლო არიან, რომლებმაც გუნდის შეცვლა გადაწყვიტეს. "იუვენტუსისთვის" ორივე ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელი იყო და თუ ტურინელები კიდევ ერთ წამყვან მოთამაშეს შეელევიან, გამოდის, რომ გუნდის ბირთვი შეიცვლება და ის "იუვე", პრაქტიკულად, დაიშლება, რომელმაც გასულ სეზონში დიდ წარმატებას მიაღწია. სავარაუდოდ, პოგბა მომდევნო ზაფხულს გაიყიდება და რადგან ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, შესაძლოა, კიდევ უფრო ძვირად, ვიდრე 80 მილიონი ევროა".

ლუჩანო მოჯის "იუვენტუსის" სატრანსფერო პოლიტიკასა და სხვა ახალწვეულებზე ჰკითხეს: "ვისი სურვილიც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტია, რომ "იუვენტუსი" ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა - ერთი ყველაზე მეტ გოლს იტანდა და მეორე ყველაზე მეტ საგოლე პასს აკეთებდა. ამ დანაკლისს შევსება უნდა, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ტურინელები ამ გზას ადგანან. სამი ხედირა კარგი ჩამშლელია, მაგრამ პირლოს ფუნქციებს ვერ შეასრულებს; მარიო მანჯუკიჩის და პაულო დიბალას გადაბირება კი მეტად სარისკო ნაბიჯი იყო და მეეჭვება, რომ ტევესის მაგივრობას გასწევენ. დაველოდოთ ახალ სეზონს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვეთანხმები კომენტარს იმაზე, რომ რამე "ნიტოს" შემთხვევაში არ მოერიდებოდა და გააკრიტიკებდა.
დონ ლუჩანოს კი იმაში ვეთანხმები, რომ სამი ახალი (ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს) ფეხბურთელის მოყვანა ახალი სეზონისთვის ძალიან სარისკო იმ კუთხით, რომ ჯერ არ იცი რეალურად გუნდს ვინ როგორ მოერგება. საუბარი არ მაქვს იმაზე, რომ მაესტროს და აპაჩას წასვლით გუნდი დაიღუპება და რამე, მაგრამ ერთდროულად მათი წასვლა სერიოზული დანაკლისია, შემცვლელები არიან, მაგრამ ვინ როგორ შეეწყობა, აი საკითხავი რა არის. მოკლედ დაველოდოთ ახალ სეზონს
იუვენტინო
16:11 03-07-2015
0
ამისგან ესეთი ბაზარი მაროტას შექებას ნიშნავს... რამე ნიტო რომ ყოფილიყო სულ დედებს დაუმარცვლავდა....
David
11:58 03-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული