ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს, თუმცა მისი სატრანსფერო ფასი საკმაოდ დაბალია - დონეცკელები ადრიანოს სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს ითხოვენ. საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელს კლუბთან კონტრაქტი ზამთარში ეწურება და თუ იქამდე ტრანსფერი არ შედგა, ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და დონეცკელები ცენტსაც ვერ მიიღებენ. როგორც თავად უკრაინელები აცხადებენ, ლუის
მაინც ვის დარჩება ბრაზილიელი ფორვარდი? - ამ თემაზე კომენტარი, არც მეტი, არც ნაკლები, "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ გააკეთა:
"ლუის ადრიანოს წასვლა სურს და ბუნებრივია, რომ მას ვერ შევაფერხებთ. ჩვენი კლუბი სიმბოლურ თანხას ითხოვს და დარწმუნებული ვარ, რომ გარიგება მალე შედგება. აქტიურობენ არაბული კლუბები, მაგრამ თავად ფეხბურთელს ევროპაში უნდა კარიერის გაგრძელება. "რომას" სურს ადრიანოს წაყვანა, მაგრამ ფავორიტი მაინც "მილანია" - თავად ფეხბურთელსაც უფრო მილანური ვარიანტი მოსწონს და ჩემი ინფორმაციით, მოლაპარაკებაც აქტიურ ფაზაშია შესული".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"