ანდრეა პირლოს ემოციური წერილი "იუვენტუსის" ფანებს

AutoSharing Option
ანდრეა პირლომ "ნიუ იორკ სიტისთან" კონტრაქტი გააფორმა, მისი პრეზენტაცია შედგა და მან ახალი გუნდის მაისურა მოირგო. არაერთი ფოტო გადაიღო ახალ თანაგუნდელებთან: ფრენკ ლემპარდთან და დავიდ ვილიასთან.

მოკლედ, 36 წლის პირლოს კარიერაში ახალი ეტაპი იწყება, "იუვენტუსს" კი ლეგენდარული ფეხბურთელი შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა:

"ძალიან მიჭირს ემოციების კონტროლი მაშინ, როდესაც იმ საოცარ 4 წელიწადს ვიხსენებ, რომელიც "იუვენტუსში" გავატარე. ეს იყო ბედნიერების წლები, რომელთა გახსენება ყოველთვის უდიდეს სიხარულს მომგვრის. მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდში გვერდში მედგა და მგულშემატკივრობდა.

მადლობა პრეზიდენტს, მწვრთნელებს, კლუბის პერსონალის თითოეულ
წარმომადგენელს, თანაგუნდელებს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს.

"იუვენტუსის" დატოვება უმძიმესი ნაბიჯი იყო, მაგრამ დადგა დრო, რომ ახალი გამოწვევა მივიღო. "იუვენტუსი" ჩემს გულში დარჩება, ამ ფერებს არასდროს დავივიწყებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მილანიდან რო წახვედი ერთი სიტყვა არ გაიმეტე გულშემატკივრისთვის შე გამყიდველო
beqa
18:37 09-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული