"მილანი": მიწა არის, სტადიონი აშენდება

AutoSharing Option
"მილანმა" ტენდერში გაიმარჯვა და, როგორც იქნა, მიიღო უფლება, რომ პორტელოს რაიონში, იქ, სადაც კლუბის ოფისი მდებარეობს, ახალი სტადიონი ააშენოს. ამ თემაზე კომენტარი ლომბარდიული გრანდის ვიცე-პრეზიდენტმა ბარბარა ბერლუსკონიმ გააკეთა:

"ეს არის ისტორიული დღე, რომლისკენაც დიდი ხანი ვისწრაფვოდით. მიწის შეძენის პროცესი გაჯანჯლდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ჩვენი გეგმები უცვლელია, "მილანი" ახალ სტადიონზე 2018-19 წლების სეზონიდან გადავა. ახალი არენა ყოველწლიურად 50-80 მილიონ ევროს მოგვიტანს, ეს თანხები კი ტრანსფერებში დაიხარჯება. აღნიშნული პროექტი პრიორიტეტულია კლუბისთვის და ერთადერთი, რაც გვაფერხებდა, სწორედ მიწის პრობლემა გახლდათ".

შეგახსენებთ,
რომ სტადიონის მაკეტი უკვე დამტკიცებულია, რომლის მიხედვითაც, ტრიბუნები 48 000 გულშემატკივარს დაიტევს. ტიფოზების ერთმა ნაწილმა უკვე გამოთქვა უკმაყოფილება სტადიონის ტევადობით და ადგილების გაზრდა მოითხოვა - ცნობისთვის, გასულ სეზონში, "მილანის" საშინაო თამაშებს საშუალოდ 40 000 გულშემატკივარი ესწრებოდა და თუ ისტორიას გადავხედავთ, წარმატებულ წლებში "სან სიროს" საშუალოდ 60-65 ათასი ადამიანი სტუმრობდა.

ბარბარა ბერლუსკონიმ ამ თემაზეც გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სტადიონზე აუცილებლად გაიზრდება ადგილების რაოდენობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული