მას შემდეგ, რაც "იუვეს" მესვეურებმა მარიო მანჯუკიჩი გადაიბირეს, იტალიელი სპორტული ჟურნალისტები ძაძას ტრანსფერს აღარ ელოდნენ, მაგრამ ტურინელებმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს.
თავად სიმონე ახალ სეზონს ენთუზიაზმით ელოდება...
სასუოლო
"სასუოლოში" ორი დაუვიწყარი წელიწადი გავატარე, 64 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და 20 გოლი შევაგდე. ეს წლები ყოველთვის კარგად გამახსენდება, რადგან იქ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით. საერთოდ, წარმატების მისაღწევად ერთსულოვნება და ერთი მიზნის ქვეშ
მინდა ჩემს ყოფილ გუნდს და მის შესანიშნავ გულშემატკივრებს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.
იუვენტუსი
როდესაც "იუვენტუსის" მსგავს გუნდში გეძლევა გადასვლის შანსი, უარი არ უნდა თქვა. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, "იუვესთან" ერთად კი შემიძლია ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. ჩემი საქმე გოლების გატანაა და ვეცდები, რომ გუნდს შედეგიანი დარტყმებით დავეხმარო.
მაშინებს თუ არა მარიო მანჯუკიჩთან კონკურენცია? - საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ დიდ სათამაშო დროს მივიღებ. ამასთან, წარმატებებს ვუსურვებ მარიოსაც, რადგან ჩვენ ერთი საქმე უნდა ვაკეთოთ. რამდენად შესაძლებელია ჩვენი ერთად თამაში? - სეზონი გრძელია და მწვრთნელს ბევრი ვარიანტის გამოცდა მოუწევს.
დარწმუნებული ვარ, იქნება მატჩები, სადაც მე და მარიო მოედანზე ერთად ვიქნებით. მანჯუკიჩი უმაღლესი კლასის ფორვარდია და მისი გოლები "იუვეს" ძალიან წაადგება.
ნაკრები
"სასუოლოში" გატარებული პერიოდი იმითაც იყო გამორჩეული, რომ იტალიის ეროვნულ ნაკრებში მივიღე მიწვევა. ანტონიო კონტეს მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან მენდო და უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობაში დამაყენა. ძალიან მინდა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზო და საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებ. თუ "იუვენტუსში" სტაბილურად ვითამაშებ და გოლებსაც გავიტან, კონტეს ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დავრჩები.
იტალიის ნაკრებში კიდევ უფრო დიდი კონკურენციაა, ვიდრე "იუვენტუსში", მაგრამ აქაც საბრძოლველად ვარ მზად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"