კრიზისი იტალიურ ფეხბურთში: "ვენეცია", "რეჯინა" და "ვარეზე" გაკოტრდნენ

AutoSharing Option
ფოტოზე: თავის დროზე "ვენეციაში" ალვარო რეკობა და ფილიპო მანიერო ბრწყინავდნენ

"პარმას" მსგავსად, კიდევ სამი იტალიური კლუბი გამოცხადდა გაკოტრებულად და შესაბამისად, სამოყვარულო ლიგაში, სერია D-ში დაქვეითდა.

ლაპარაკია "ვენეციაზე", "რეჯინასა" და "ვარეზეზე". აქვე აღვნიშნოთ, რომ გასულ სეზონში "ვენეცია" და "რეჯინა" ლიგა პროში ასპარეზობდნენ, "ვარეზემ" კი სერია B-ში ბოლო ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში მესამეჯერ გაკოტრდა "ვენეცია", რომელიც 2001-02 წლების სეზონში სერია A-ში ასპარეზობდა.

სამივე კლუბს ახალი ინვესტორი სჭირდება, რომ მომდევნო სეზონში სამოყვარულო ლიგაში მაინც იასპარეზონ, თუმცა ჯერჯერობით, ეს ინვესტორები არ
ჩანან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული