ტურინის "იუვენტუსმა" მარიო გიოტცესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ ტურინის "იუვენტუსთან" პირადი კონტრაქტი დეტალები შეათანხმა. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, გიოტცე ტურინელებთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, სადაც ხელფასად წლიური 6 მლნ ევრო, პლუს ბონუსები იქნება გათვალისწინებული.

ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ფინალურ მატჩში ოქროს გოლის გამტანი ფეხბურთელის გადაბირებით იტალიის ჩემპიონები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც "ბაიერნმა" მათ ჰავბეკ არტურო ვიდალთან ტრანსფერი შეათანხმა.

"იუვენტუსი" გიოტცეს თაობაზე გარიგების სწრაფად დასრულებას ეშურება, რათა თავიდან აირიდოს ინგლისურ და ესპანურ კლუბებთან კონკურენცია.

23 წლის ნახევარმცველმა გასულ
სეზონში "ბაიერნის" შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ახლა გიოტცეც
3689
16:54 19-07-2015
0
მოაშორეთ ეს პეპე ამ გერმანულ ფეხბურთს. დაშალა გუნდი :( :( :(
Dato
00:22 20-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული