ლუის ადრიანო "მილანს" ეჩვევა

AutoSharing Option
"მილანის" საწვრთნელ შეკრებას 28 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ლუის ადრიანო შეუერთდა და მყისვე მოექცა ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში. დონეცკის "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი "გაძეტა დელო სპორტს" გაესაუბრა და ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"ახალ გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს და ეს მახარებს. ყველა მეხმარება, განსაკუთრებით კი, ბრაზილიელები, ალექსი და როდრიგო ელი. შესანიშნავი განწყობა და ატმოსფეროა, რაც ადაპტაციას მიადვილებს. გაცილებით მძიმე დატვირთვები მაქვს, ვიდრე დონეცკში მქონდა და ესეც ახალი გამოწვევაა.

სანამ "მილანში" გადმოვიდოდი, ალეშანდრე პატოსთან მქონდა კონსულტაცია და სწორედ მან დამარწმუნა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. მქონდა ძალიან
მაცდური შემოთავაზებები არა მარტო ევროპიდან, არაბეთიდანაც, მაგრამ "როსონერი" ავირჩიე. საუკეთესო დრო მაქვს იმისთვის, რომ გრანდში გავიბრწყინო და ეს შანსი უნდა გამოვიყენო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული