აქვე ვთქვათ, რომ მატჩი 8 აგვისტოს გაიმართება. განაცხადში არაა სამი ხედირა, რომელმაც "მარსელთან" ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ბოლო ინფორმაციით, ორ თვეს დაისვენებს. სანამ "იუვეს" განაცხადს გაგაცნობდეთ, ალეგრის კომენტარს მოვუსმინოთ:
"სუპერთასი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ. სეზონის გამარჯვებით დაწყება უმნიშვნელოვანესია და ფეხბურთელებმა ეს
იუვეს განაცხადი
ბუფონი, ისლა კასერესი, პოგბა, ძაძა, მარკიზიო, მორატა, კომანი, ლორენტე, ბარძალი, მანჯუკიჩი, ბონუჩი, პადოინი, დიბალა, რუგანი, ნეტო, ლიხტშტაინერი, სტურარო, ევრა, რუბინო, პერეირა, აუდერო, ვიტალე, პაროდი, ტელო, ვადალა.
მარკიზიო "მილანს" უფრთხის
სერია A-ს ახალი სეზონის სტარტი ახლოვდება და პრესაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება მწვრთნელ-ფეხბურთელთა მოსაზრებები და პროგნოზები. "ტუტოსპორტი" "იუვენტუსის" ერთ-ერთ ლიდერ კლაუდიო მარკიზიოს გაესაუბრა და მისგან შემდეგი მოისმინა:"წამყვანმა ფეხბურთელებმა დაგვტოვეს და რა თქმა უნდა, ეს უდიდესი დანაკლისია, თუმცა ჩვენ გვყავს ახალი ფეხბურთელები, რომლებმაც კარგად იციან, რა უნდა აკეთონ მოედანზე და რისთვის მოვიდნენ "იუვენტუსში". ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა და ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება უკეთ გამოსვლა.
სერია A-ში ჩვენი უმთავრესი კონკურენტი? - "მილანს" დავასახელებ, რადგან ეს გუნდი ძლიერდება და ვფიქრობ, რომ გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს, ვიდრე წინა წლებში. თანაც, "მილანს" უდიდესი ისტორია აქვს და ესეც ბევრს ნიშნავს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"